მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტოექსპორტმა რეკორდულ $1 მილიარდს მიაღწია - რომელ ქვეყნებში გადის მანქანები საქართველოდან

64b7b039bfc5b
შოთა ტყეშელაშვილი
19.07.23 13:47
3171

2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან უცხოეთში რეკორდული მოცულობის 990 მილიონი დოლარის ღირებულების 51 ათასი ავტომობილი გავიდა ექსპორტზე. ეს მოცულობა წინა წელთან შედარებით 267%-ით მეტი იყო. რეექსპორტზე გასული მანქანების უდიდესი ნაწილი მეორადია, ხოლო ერთეულის საშუალო ფასი $19 ათასი იყო. ავტოექსპორტის რეკორდული ზრდა რუსეთის სანქციებს უკავშირდება, რადგანაც ცენტრალური აზიის ქვეყნებმა მეორადი მანქანების აქტიურად შეძენა რუსეთის გვერდის ავლით დაიწყეს. ასევე მკვეთრად არის გაზრდილი ავტოექსპორტი მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანშიც.

თუკი არსებული ზრდის ტემპი შენარჩუნდება, მაშინ ავტოექსპორტი წელს 1.9-2 მილიარდ დოლარს მიაღწევს. 

2023 წლის 6 თვის მდგომარეობით ავტოექსპორტი ასე ნაწილდება:

1) ყირგიზეთი - $236 მლნ, მანქანების რაოდენობა 5,840, ერთის საშუალო ფასი $40.4 ათასი, ზრდის ტემპი 1673%
2) ყაზახეთი - $236 მლნ, მანქანების რაოდენობა 13,916, ერთის საშუალო ფასი $17 ათასი, ზრდის ტემპი 694%
3) აზერბაიჯანი - $226 მლნ, მანქანების რაოდენობა 14,206, ერთის საშუალო ფასი $16 ათასი, ზრდის ტემპი 75%
4) სომხეთი - $185 მლნ, მანქანების რაოდენობა 10,235, ერთის საშუალო ფასი $18 ათასი, ზრდის ტემპი 1159%
5) რუსეთი - $53 მლნ, მანქანების რაოდენობა 3,786, ერთის საშუალო ფასი $14 ათასი, ზრდის ტემპი 274%
6) ტაჯიკეთი - $16 მლნ, მანქანების რაოდენობა 1,435, ერთის საშუალო ფასი $11 ათასი, ზრდის ტემპი 307%
7) ბელგია - $11 მლნ, მანქანების რაოდენობა 232, ერთის საშუალო ფასი $48 ათასი, კლება წინა წელთან -24%
8) უკრაინა - $7 მლნ, მანქანების რაოდენობა 519, ერთის საშუალო ფასი $14 ათასი, კლება წინა წელთან -78%
9) არაბთაგაერთიანებულისაამიროები - $6 მლნ, მანქანების რაოდენობა 86, ერთის საშუალო ფასი $75 ათასი, ზრდის ტემპი 6%
10) თურქეთი - $4 მლნ, მანქანების რაოდენობა 219, ერთის საშუალო ფასი $20 ათასი, ზრდის ტემპი 234%

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ექსპორტში #1 ადგილს ყირგიზეთი იკავებს, რომელიც თავის მხრივ, ერთ-ერთი უღარიბესი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა და მისი მშპ ერთ მოსახლეზე მხოლოდ 1,100 დოლარს შეადგენს (საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე 8,100 დოლარი), ამავდროულად, ყირგიზეთში საქართველოდან ექსპორტირებული ავტომობილების საშუალო ფასი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და ის 40 ათას დოლარს აღემატება. უცნობია ყირგიზეთში გასვლის შემდეგ ხვდება თუ არა აღნიშნული საქონელი რუსეთის ფედერაციის ბაზარზე. ამასთან მნიშვნელოვანია გარემოება, რომ გასულ წელს საქართველოდან ყირგიზეთში საშუალოდ მხოლოდ 6 ათასი დოლარის ღირებულების მანქანები გადიოდა, მთლიანი ექსპორტი კი მხოლოდ 13.3 მილიონი დოლარი იყო (წელს 236 მლნ დოლარი, ზრდა 1673%).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები