მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოდან ავტოექსპორტი შემცირდა

მანქანები ავტომობილი ავტოექსპორტი

2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან უცხოეთში ავტოექსპორტი შემცირდა. ჯამურად ექსპორტმა 216 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 68.9 მილიონი დოლარით, ანუ 24%-ით არის შემცირებული. რაოდენობრივად კი ექსპორტზე გასულია 8,400 ავტომობილი, რაც წლიურად 31%-ით არის შემცირებული.

ავტოექსპორტის კლება დაკავშირებულია უმსხვილეს ბაზრებზე - ყირგიზეთში; ყაზახეთში; აზერბაიჯანსა და სომხეთში ავტომობილების ექსპორტის შემცირებასთან. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში საქართველოდან ყირგიზეთში ავტოექსპორტის ბუმი აღინიშნებოდა. ეს ძირითადად დაკავშირებულია იმასთან, რომ ყირგიზეთი არ არის მიერთებული რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან, შესაბამისად, ყირგიზი ავტოდილერები არ არიან შეზღუდული შესყიდული ავტომობილები რუსეთში გაყიდონ, თუმცა 2026 წლიდან ამ მიმართულებით კლება აღინიშნება.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ავტოექსპორტის ტოპ ათეულში მოხვდა ირანი, სადაც 4 მილიონი დოლარის ღირებულების 228 ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 0-ს შეადგენდა. ამასთან, გაიზარდა ავტოექსპორტი მოლდოვასა და უკრაინაში.

2026 წლის იანვარ-თებერვლის ავტოექსპორტის მაჩვენებლები:

# ქვეყანა მლნ დოლარი ავტომობილების რაოდენობა ერთის საშუალო ფასი - ათასი დოლარი ექსპორტის ზრდა/კლება წინა წელთან
1 ყირგიზეთი $102 მილიონი; 2,493 $41 ათასი; -31%
2 ყაზახეთი $50 მილიონი; 3,217 $16 ათასი; -40%
3 აზერბაიჯანი $22 მილიონი; 597 $36 ათასი; -25%
4 ტაჯიკეთი $13 მილიონი; 787 $16 ათასი; 134%
5 სომხეთი $9 მილიონი; 385 $23 ათასი; -11%
6 არაბთა გაერთიანებული საამიროები $6 მილიონი; 19 $298 ათასი; 1817%
7 ირანი $4 მილიონი; 228 $17 ათასი; შესადარის პერიოდში ექსპორტი არ იყო
8 უზბეკეთი $4 მილიონი; 256 $14 ათასი; -20%
9 მოლდოვა $2 მილიონი; 157 $14 ათასი; 597%
10 უკრაინა $1 მილიონი; 120 $10 ათასი; 44%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები