მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოდან ყირგიზეთში $1 მილიარდის ავტომობილები გავიდა - ავტოექსპორტი რეკორდულ $2 მილიარდზეა

ავტომობილების ექსპორტი

2025 წლის 9 თვეში საქართველოდან უცხოეთში ექსპორტზე 2 მილიარდი დოლარის ღირებულების 82.5 ათასი ავტომობილი გავიდა. თანხობრივად ავტოექსპორტი 14%-ით, რაოდენობრივად კი 3.9 ათასი ავტომობილით არის გაზრდილი.

ამ მაჩვენებლით, ავტოექსპორტმა მთლიან ექსპორტში 39%-იანი წილი დაიკავა.

2024 წლის მსგავსად საქართველოდან ყველაზე დიდი ღირებულების - 1 მილიარდი დოლარის ავტომობილები რეექსპორტზე ცენტრალური აზიის უღარიბეს ქვეყანაში ყირგიზეთში გავიდა, სადაც გატანილი ავტომობილის საშუალო ფასმა $32 400 დოლარი შეადგინა. თავის მხრივ ყირგიზეთში ძვირად ღირებულ ავტომობილებზე მოთხოვნა მაღალია იმიტომ, რომ აღნიშნული ქვეყანა რუსეთის მიმართ დაწესებულ სავაჭრო სანქციებს არ უერთდება და ყირგიზეთიდან დილერები ავტომობილებს რუსეთის ფედერაციაში ყიდიან. მეტიც, ხშირ შემთხვევაში ავტომობილები ყირგიზეთში არც ჩადის და ყირგიზი ავტოდილერები მათ გზიდანვე, რუსეთის ფედერაციაში ყიდიან.

მეორე ადგილს ყაზახეთი იკავებს 567 მილიონი დოლარით, სადაც ექსპორტი წელს 3%-ით გაიზარდა. მესამე პოზიციაზე კი აზერბაიჯანია 170 მილიონი დოლარის ექსპორტით. ამ ქვეყანაში ექსპორტი 24%-ით შემცირდა. ასევე 49%-ით შემცირდა ავტოექსპორტი სომხეთშიც.

2025 წლის 9 თვეში ავტოექსპორტი ასე ნაწილდება:

# ქვეყანა ექსპორტი მლნ დოლარი ავტომობილების რაოდენობა ერთის საშუალო ფასი ზრდა/კლება წინა წელთან
1 ყირგიზეთი $1,017 მილიონი; 31,371 $32.4 ათასი; 21%
2 ყაზახეთი $567 მილიონი; 33,375 $17.0 ათასი; 3%
3 აზერბაიჯანი $170 მილიონი; 6,367 $26.8 ათასი; -24%
4 ტაჯიკეთი $89 მილიონი; 4,296 $20.7 ათასი; 396%
5 უზბეკეთი $51 მილიონი; 1,815 $28.4 ათასი; 562%
6 სომხეთი $42 მილიონი; 2,055 $20.6 ათასი; -49%
7 თურქმენეთი $19 მილიონი; 800 $24.0 ათასი; 1830%
8 უკრაინა $11 მილიონი; 982 $11.2 ათასი; 40%
9 არაბთა გაერთიანებული საამიროები $10 მილიონი; 78 $130.9 ათასი; 45%
10 მოლდოვა $7 მილიონი; 498 $13.7 ათასი; 127%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები