მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე? - რეიტინგი

6441025cd7338
შოთა ტყეშელაშვილი
20.04.23 13:32
1244
2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან უცხოეთში რეკორდული მოცულობის 412 მილიონი დოლარის ღირებულების 22.4 ათასი ავტომობილი გავიდა ექსპორტზე. ეს მოცულობა წინა წელთან შედარებით 333%-ით მეტი იყო. რეექსპორტზე გასული მანქანების უდიდესი ნაწილი მეორადია, ხოლო ერთეულის საშუალო ფასი $18 ათასი იყო.

ქვეყნების მიხედვით რეექსპორტში პირველ ადგილზე აზერბაიჯანია, სადაც 99.7 მილიონი დოლარის ღირებულების 7.3 ათასი მსუბუქი ავტომობილი გავიდა რეექსპორტზე. მეორე ადგილზეა სომხეთი 87.3 მილიონი დოლარის რეექსპორტით, მესამეზე კი ყაზახეთი 87.2 მილიონის რეექსპორტით.

ავტოექსპორტის სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით:

1. აზერბაიჯანი - $99.68 მილიონი 7,348 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $13.6 ათასი;
2. სომხეთი - $87.29 მილიონი 4,845 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $18.0 ათასი;
3. ყაზახეთი - $87.17 მილიონი 4,757 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $18.3 ათასი;
4. ყირგიზეთი - $87.12 მილიონი 2,398 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $36.3 ათასი;
5. რუსეთი - $21.61 მილიონი 1,544 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $14.0 ათასი;
6. ტაჯიკეთი - $8.12 მილიონი 815 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $10.0 ათასი;
7. ბელგია - $5.71 მილიონი 119 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $48.0 ათასი;
8. არაბთა გაერთიანებული საამიროები - $5.16 მილიონი 61 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $84.5 ათასი;
9. უკრაინა - $3.32 მილიონი 189 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $17.5 ათასი;
10. ჩინეთი - $1.46 მილიონი 33 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $44.3 ათასი.

სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მაღალი 84 ათასი დოლარის საშუალო ფასის მქონე ავტომობილები UAE-ში გადის.