მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყნებში ღირს ინტერნეტი ყველაზე ძვირი და იაფი?

int

მსოფლიოს მასშტაბით საკაბელო ინტერნეტის სიჩქარე და ტარიფები დრამატულად განსხვავებულია, თუმცა რამდენიმე ტენდენციის გამოკვეთა ნამდვილად შესაძლებელია, მაგალითად: ინტერნეტი საშუალოდ ყველაზე ძვირი ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონში ღირს, ყველაზე იაფი კი - ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.

მაგალითად, საქართველოში 30 მბ/წმ ინტერნეტის ღირებულება საშუალოდ 13 დოლარს შეადგენს, რაც თითქმის 5-ჯერ უფრო იაფია აშშ-ის ფასებთან შედარებით.

რაც შეეხება ყველაზე იაფ ინტერნეტს, ის ყაზახეთში, მოლდოვაში, ბელარუსსა და რუმინეთშია ხელმისაწვდომი, სადაც თვიური გადასახადი 7 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

ინტერნეტი ყველაზე ძვირად ბურუნდიში, სურინამში, ზიმბაბვესა და კონგოში ფასობს, სადაც გადასახადი 200-300 დოლარის ფარგლებშია, რაც იმ მარტივი ფაქტითაა განპირობებული, რომ ამ ქვეყნებში სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა ჯერაც არ არის განვითარებული, შესაბამისად, ინტერნეტით სარგებლობა ძვირად ღირებულ სიამოვნებად ითვლება.

ევროპის მასშტაბით ინტერნეტის ტარიფი 30 დოლარის ფარგლებში მერყეობს, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, შვეიცარიაში ინტერნეტის ღირებულება თითქმის ორჯერ მეტია.

აშშ-სა და კანადაში ინტერნეტის ფასი 60-70 დოლარის ფარგლებშია, თუმცა მომხმარებლის მიერ უფრო მაღალი სიჩქარის მოთხოვნის შემთხვევაში, ფასები დრამატულად იზრდება და ინტერნეტის ღირებულება ხშირად 200 დოლარს აჭარბებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული სტატისტიკა ითვალისწინებს ქვეყნებში წარმოდგენილი სატარიფო გეგმების საშუალო არითმეტიკულს და ის არ ითვალისწინებს კორპორაციული კლიენტებისთვის გაკეთებულ შეთავაზებებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები