მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელ ქვეყნებში ღირს სესხი ყველაზე იაფი/ძვირი და სადაა საქართველო?

დოლარი

საქართველოში ლარის კრედიტების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 13.9%-ს შეადგენს, რაც წარმოადგენს 5.9%-იან სპრედს ქვეყანაში არსებული ცენტრალური ბანკის განაკვეთისგან. მსოფლიოს ქვეყნებში საბანკო საპროცენტო განაკვეთების მოცულობას მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ცენტრალური ბანკის საპროცენტო განაკვეთის მოცულობა, კერძოდ კი საბანკო საპროცენტო განაკვეთი ყოველთვის რამდენიმე პროცენტით აღემატება იმ განაკვეთს, რაც ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთად არის განსაზღვრული. აშშ-ში FED-ის განაკვეთი 4.5%-ია, საშუალო საბანკო საპროცენტო განაკვეთი კი 2025 წლის ივლისის მდგომარეობით 7.5%-ს შეადგენს, შესაბამისად აშშ-ში ამ მხრივ 3%-იანი სპრედია.

საფრანგეთში საბანკო საპროცენტო განაკვეთი 4.18%-ია, მაშინ როდესაც ევროპის ცენტრალური ბანკის ECB განაკვეთი 2.15%-ია, რაც 2%-იან სპრედს წარმოადგენს საბაზო განაკვეთთან მიმართებით. გერმანიაში საპროცენტო განაკვეთი 4.64%-ია, რაც ECB-ის განაკვეთთან 2.5%-იან სპრედს წარმოადგენს.

რაც შეეხება ყველაზე მაღალ საპროცენტო განაკვეთებს, საბანკო კრედიტი ყველაზე ძვირი ღირს არგენტინაში, სადაც განაკვეთი 61.71%-ია, მეორე ადგილს იკავებს თურქეთი 60.40%-ით, მესამე ადგილზე კი ვენესუელაა 58.84%-ის საშუალო საბანკო საკრედიტო განაკვეთით.

ქვეყანა/რეგიონი განაკვეთი
არგენტინა 61.71%
თურქეთი 60.40%
ვენესუელა 58.84%
ზამბია 29.12%
ეგვიპტე 26.60%
მალავი 25.20%
რუსეთი 23.79%
უზბეკეთი 23.42%
უკრაინა 22.88%
ტაჯიკეთი 20.40%
ყაზახეთი 19.55%
მოზამბიკი 19.00%
ყირგიზეთი 18.97%
ნიგერია 18.49%
კენია 17.22%
მონღოლეთი 16.94%
ურუგვაი 16.89%
პერუ 14.91%
აზერბაიჯანი 14.83%
მიანმარი 14.50%
კოლუმბია 14.37%
საქართველო 13.89%
სომხეთი 13.00%
ისლანდია 11.67%
ბელარუსი 11.60%
პარაგვაი 11.43%
სამხრეთ აფრიკა 11.00%
მექსიკა 10.38%
ნეპალი 10.15%
ბანგლადეში 10.10%
ინდონეზია 8.62%
ეკვადორი 8.54%
ბოლივია 8.46%
შრი ლანკა 8.36%
მოლდოვა 8.26%
იორდანია 8.24%
რუმინეთი 8.14%
ფილიპინები 8.04%
ალჟირი 8.00%
პოლონეთი 7.59%
უნგრეთი 7.50%
ამერიკის შეერთებული შტატები 7.50%
სერბეთი 7.13%
ტაილანდი 7.03%
ლიბანი 6.78%
ლატვია 6.54%
მონტენეგრო 6.50%
მავრიკი 6.48%
ესტონეთი 6.16%
საბერძნეთი 6.04%
კოსოვო 6.01%
ბოტსვანა 6.01%
ალბანეთი 5.75%
ჩრდილო მაკედონია 5.71%
ჩეხეთი 5.67%
ომანი 5.64%
პალესტინის ტერიტორია 5.62%
ლიტვა 5.60%
მაკაუ, ჩინეთი 5.51%
ბრუნეი 5.50%
კვიპროსი 5.37%
სლოვაკეთი 5.30%
ჰონგ კონგი, ჩინეთი 5.25%
სინგაპური 5.25%
კანადა 5.20%
მალაიზია 5.06%
ქუვეითი 5.05%
კატარი 5.04%
ბაჰრეინი 5.01%
პანამა 4.75%
გერმანია 4.64%
სამხრეთ კორეა 4.53%
ბულგარეთი 4.45%
იტალია 4.40%
ბელგია 4.26%
ბოსნია და ჰერცეგოვინა 4.23%
საფრანგეთი 4.18%
ავსტრია 3.96%
ლუქსემბურგი 3.70%
მალტა 3.44%
ტაივანი 3.27%
ჩინეთი 3.10%
ისრაელი 2.94%
დანია 2.50%
შვედეთი 2.35%
იაპონია 1.63%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები