მსოფლიოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოცულობა ყოველწლიურად 1.5 ტრილიონ დოლარს აჭარბებს. ქვეყნების სტატისტიკის სამსახურების, თუ ცენტრალური ბანკების მიერ დათვლილი FDI-ს მონაცემები გაეროს ვაჭრობისა და განვითარების ორგანიზაციამ (UNCTAD) დათვალა.
ამ დროისთვის ყველა ქვეყნისთვის დათვლილი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 2024 წლის მდგომარეობითაა ხელმისაწვდომი და უფრო ახალი - 2025 წლის მონაცემები ყველა ქვეყნისთვის ცნობილი მიმდინარე წლის ბოლოს გახდება.
UNCTAD-ის თანახმად, ყველაზე მეტ FDI-ს ყოველწლიურად ამერიკის შეერთებული შტატები იღებს, სადაც 2024-ში 278.8 მილიარდი დოლარის FDI შევიდა, რაც წლიურად 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
საქართველოში კი 2024 წელს FDI 1.57 მილიარდ დოლარს აღწევდა, რაც 18.6%-ით იყო შემცირებული. საქართველოზე ამავე წელს გლობალური FDI-ს 0.1% მოდიოდა.
რაც შეეხება მშპ-სთან მიმართებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილს, 2024-ში საქართველოს მშპ-ის 4.64%-ის მოცულობის FDI შემოვიდა. ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში 46-ე ადგილს იკავებდა.
მშპ-სთან მიმართებით ყველაზე დიდი FDI აღირიცხა ლუქსემბურგში 106 მილიარდი დოლარის ოდენობით, რაც ამ ქვეყნის მშპ-ის 113%-ს შეადგენდა. ლუქსემბურგში FDI ძირითადად დაკავშირებულია იმასთან, რომ ქვეყანა მიმზიდველი ბიზნეს გარემოთი და საგადასახადო კანონმდებლობით წარმოადგენს კაპიტალის მოძრაობის ერთ-ერთ გლობალურ ცენტრს. მ
შპ-სთან FDI-ს ფარდობით მეორე ადგილზეა გაიანა, რომელშიც 2024 წელს 8.6 მილიარდი დოლარის FDI ჩაიდო (მშპ-ის 35%), რაც დაკავშირებული იყო ამ ქვეყანაში რამდენიმე წლის წინ ნავთობის უმსხვილესი მარაგების აღმოჩენასთან, მესამე პოზიციას კი ჰონკონგი იკავებს 126 მილიარდი დოლარით, რაც მისი მშპ-ის 31%-ს აღწევს.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მშპ-სთან მიმართებით - ქვეყნები დალაგებულია მშპ-სთან FDI-ის წილის მიხედვით 2024 წლისთვის:
| # | ქვეყანა | FDI (მილიარდი აშშ დოლარი) | მშპ-სთან მიმართებით FDI-ს წილი |
| 1 | ლუქსემბურგი | $106.00 | 113.73% |
| 2 | გაიანა | $8.63 | 34.94% |
| 3 | ჰონკონგი (SAR) | $126.20 | 31.00% |
| 4 | სინგაპური | $143.40 | 26.20% |
| 5 | პალაუ | $0.07 | 23.33% |
| 6 | მალტა | $5.37 | 22.10% |
| 7 | კვიპროსი | $7.39 | 20.41% |
| 8 | გრენადა | $0.27 | 19.29% |
| 9 | მოზამბიკი | $3.55 | 16.21% |
| 10 | ლიბერია | $0.75 | 15.63% |
| 11 | ნამიბია | $2.06 | 15.37% |
| 12 | მავრიტანია | $1.53 | 14.30% |
| 13 | სეიშელის კუნძულები | $0.30 | 13.64% |
| 14 | ანტიგუა და ბარბუდა | $0.29 | 13.18% |
| 15 | ტიმორ-ლესტე | $0.25 | 12.50% |
| 16 | ეგვიპტე | $46.60 | 12.16% |
| 17 | მონღოლეთი | $2.78 | 11.78% |
| 18 | მალდივები | $0.81 | 11.57% |
| 19 | ბაჰამის კუნძულები | $1.45 | 9.80% |
| 20 | კამბოჯა | $4.40 | 9.30% |
| 21 | გამბია | $0.23 | 8.85% |
| 22 | წმინდა ლუსია | $0.22 | 8.80% |
| 23 | არაბთა გაერთიანებული საამიროები | $45.60 | 8.49% |
| 24 | კოსოვო | $0.93 | 8.30% |
| 25 | ჩრდილოეთ მაკედონია | $1.36 | 8.14% |
| 26 | ომანი | $8.69 | 8.13% |
| 27 | მონტენეგრო | $0.60 | 7.50% |
| 28 | გვინეა | $1.83 | 7.09% |
| 29 | მაკაო (ჩინეთი SAR) | $3.53 | 7.03% |
| 30 | ნიკარაგუა | $1.35 | 6.85% |
| 31 | ლიბანი | $1.84 | 6.50% |
| 32 | სომალი | $0.77 | 6.36% |
| 33 | სერბეთი | $5.64 | 6.33% |
| 34 | ალბანეთი | $1.72 | 6.30% |
| 35 | ლაოსი | $0.99 | 6.23% |
| 36 | სენეგალი | $2.02 | 6.14% |
| 37 | უგანდა | $3.31 | 5.86% |
| 38 | სენტ ვინსენტი და გრენადინები | $0.07 | 5.83% |
| 39 | რუანდა | $0.82 | 5.73% |
| 40 | გაბონი | $1.15 | 5.53% |
| 41 | ჩადი | $1.02 | 5.34% |
| 42 | ბაჰრეინი | $2.48 | 5.29% |
| 43 | ბელიზი | $0.17 | 5.00% |
| 44 | ხორვატია | $4.38 | 4.74% |
| 45 | ზამბია | $1.24 | 4.71% |
| 46 | საქართველო | $1.57 | 4.64% |
| 47 | პორტუგალია | $14.10 | 4.57% |
| 48 | მავრიკი | $0.68 | 4.53% |
| 49 | კოსტა რიკა | $4.32 | 4.53% |
| 50 | ვიეტნამი | $20.20 | 4.40% |
| 51 | კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა | $3.11 | 4.38% |
| 52 | კოტ დ'ივუარი | $3.80 | 4.36% |
| 53 | დომინიკა | $0.03 | 4.29% |
| 54 | ბარბადოსი | $0.30 | 4.17% |
| 55 | ყირგიზეთი | $0.71 | 4.06% |
| 56 | კონგო | $0.60 | 4.03% |
| 57 | ლიტვა | $3.27 | 3.86% |
| 58 | ბოსნია და ჰერცეგოვინა | $1.11 | 3.85% |
| 59 | დომინიკის რესპუბლიკა | $4.52 | 3.63% |
| 60 | სიერა ლეონე | $0.27 | 3.51% |
| 61 | ჩილე | $11.40 | 3.45% |
| 62 | კოლუმბია | $14.20 | 3.39% |
| 63 | ფიჯი | $0.20 | 3.39% |
| 64 | პანამა | $2.83 | 3.23% |
| 65 | ბუტანი | $0.10 | 3.23% |
| 66 | მალი | $0.71 | 3.13% |
| 67 | ისრაელი | $16.80 | 3.11% |
| 68 | იორდანია | $1.64 | 3.07% |
| 69 | შვედეთი | $18.30 | 3.00% |
| 70 | ავსტრალია | $53.50 | 2.98% |
| 71 | ჩეხეთი | $10.20 | 2.96% |
| 72 | კანადა | $64.10 | 2.86% |
| 73 | საბერძნეთი | $7.30 | 2.84% |
| 74 | ლატვია | $1.21 | 2.78% |
| 75 | ეთიოპია | $3.98 | 2.78% |
| 76 | ბულგარეთი | $3.09 | 2.75% |
| 77 | სენტ კიტსი და ნევისი | $0.03 | 2.73% |
| 78 | ბრაზილია | $59.20 | 2.73% |
| 79 | მალაიზია | $11.30 | 2.69% |
| 80 | ჰონდურასი | $0.99 | 2.68% |
| 81 | ნიგერი | $0.53 | 2.66% |
| 82 | უნგრეთი | $5.74 | 2.57% |
| 83 | ბენინი | $0.54 | 2.55% |
| 84 | არუბა | $0.10 | 2.50% |
| 85 | ვანუატუ | $0.03 | 2.50% |
| 86 | სან-ტომე და პრინსიპი | $0.02 | 2.50% |
| 87 | უზბეკეთი | $2.84 | 2.47% |
| 88 | ბოტსვანა | $0.47 | 2.42% |
| 89 | ბელორუსია | $1.71 | 2.40% |
| 90 | მადაგასკარი | $0.41 | 2.36% |
| 91 | ნორვეგია | $10.80 | 2.23% |
| 92 | კაბო ვერდე | $0.06 | 2.22% |
| 93 | ავსტრია | $11.50 | 2.21% |
| 94 | ტაჯიკეთი | $0.29 | 2.15% |
| 95 | ტანზანია | $1.72 | 2.14% |
| 96 | პერუს | $5.89 | 2.04% |
| 97 | განა | $1.67 | 2.02% |
| 98 | ტაილანდი | $10.60 | 2.01% |
| 99 | თურქმენეთი | $1.65 | 2.00% |
| 100 | მექსიკა | $36.90 | 1.99% |
| 101 | ფილიპინები | $8.94 | 1.94% |
| 102 | მოლდოვის რესპუბლიკა | $0.34 | 1.88% |
| 103 | მალავი | $0.22 | 1.86% |
| 104 | ესტონეთი | $0.78 | 1.82% |
| 105 | ელ სალვადორი | $0.64 | 1.81% |
| 106 | არგენტინა | $11.40 | 1.80% |
| 107 | მიანმარი | $1.10 | 1.80% |
| 108 | სლოვენია | $1.30 | 1.79% |
| 109 | ესპანეთი | $30.50 | 1.77% |
| 110 | ტუნისი | $0.94 | 1.77% |
| 111 | კამერუნი | $0.93 | 1.76% |
| 112 | უკრაინა | $3.33 | 1.75% |
| 113 | ინდონეზია | $24.20 | 1.73% |
| 114 | ესვატინი | $0.09 | 1.73% |
| 115 | ზიმბაბვე | $0.60 | 1.70% |
| 116 | სოლომონის კუნძულები | $0.03 | 1.67% |
| 117 | ჯიბუტი | $0.07 | 1.63% |
| 118 | რუმინეთი | $6.20 | 1.61% |
| 119 | დანია | $6.90 | 1.61% |
| 120 | ეკვატორული გვინეა | $0.19 | 1.52% |
| 121 | გვატემალა | $1.69 | 1.50% |
| 122 | სამხრეთ სუდანი | $0.08 | 1.48% |
| 123 | საუდის არაბეთი | $15.70 | 1.45% |
| 124 | ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა | $0.04 | 1.43% |
| 125 | პოლონეთი | $12.70 | 1.40% |
| 126 | ჩინეთი, ტაივანის პროვინცია | $10.90 | 1.39% |
| 127 | გვინეა-ბისაუ | $0.03 | 1.36% |
| 128 | ვენესუელა | $1.63 | 1.36% |
| 129 | სლოვაკეთი | $1.84 | 1.31% |
| 130 | კენია | $1.50 | 1.24% |
| 131 | საფრანგეთი | $33.70 | 1.07% |
| 132 | მაროკო | $1.64 | 1.06% |
| 133 | იტალია | $24.70 | 1.04% |
| 134 | შეერთებული შტატები | $278.80 | 0.96% |
| 135 | პაპუა-ახალი გვინეა | $0.30 | 0.95% |
| 136 | პარაგვაი | $0.40 | 0.91% |
| 137 | ტოგო | $0.08 | 0.82% |
| 138 | კორეის რესპუბლიკა | $15.20 | 0.81% |
| 139 | თურქეთი | $10.60 | 0.80% |
| 140 | იამაიკა | $0.16 | 0.80% |
| 141 | შრი-ლანკა | $0.76 | 0.77% |
| 142 | ნიდერლანდები (სამეფო) | $9.28 | 0.76% |
| 143 | ინდოეთი | $27.60 | 0.71% |
| 144 | პაკისტანი | $2.57 | 0.69% |
| 145 | კომორის კუნძულები | $0.01 | 0.67% |
| 146 | ახალი ზელანდია | $1.65 | 0.64% |
| 147 | ბურუნდი | $0.03 | 0.64% |
| 148 | ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა | $116.20 | 0.62% |
| 149 | ფინეთი | $1.85 | 0.62% |
| 150 | სამხრეთ აფრიკა | $2.47 | 0.62% |
| 151 | ნიგერია | $1.08 | 0.58% |
| 152 | ისლანდია | $0.19 | 0.57% |
| 153 | სომხეთი | $0.14 | 0.55% |
| 154 | ალჟირი | $1.44 | 0.54% |
| 155 | ბოლივია | $0.25 | 0.52% |
| 156 | ქუვეითი | $0.61 | 0.38% |
| 157 | ირანი | $1.45 | 0.36% |
| 158 | ბურკინა ფასო | $0.08 | 0.33% |
| 159 | იაპონია | $13.40 | 0.33% |
| 160 | აზერბაიჯანი | $0.23 | 0.31% |
| 161 | ბანგლადეში | $1.27 | 0.28% |
| 162 | ყატარი | $0.46 | 0.21% |
| 163 | ბრუნეი დარუსალამი | $0.03 | 0.19% |
| 164 | ეკვადორი | $0.23 | 0.19% |
| 165 | რუსეთის ფედერაცია | $3.35 | 0.16% |
| 166 | ჰაიტი | $0.04 | 0.15% |
| 167 | ნეპალი | $0.06 | 0.14% |
| 168 | გერმანია | $5.72 | 0.12% |
| 169 | კირიბატი | $0.00 | 0.00% |
| 170 | მარშალის კუნძულები | $0.00 | 0.00% |
| 171 | ნაურუ | $0.00 | 0.00% |
| 172 | სამოა | $0.00 | 0.00% |
| 173 | ტუვალუ | $0.00 | 0.00% |
| 174 | ანგოლა | -$0.14 | -0.12% |
| 175 | სურინამი | -$0.03 | -0.67% |
| 176 | ყაზახეთი | -$2.55 | -0.90% |
| 177 | გაერთიანებული სამეფო | -$40.00 | -1.10% |
| 178 | ლესოტო | -$0.04 | -1.74% |
| 179 | ტონგა | -$0.01 | -2.00% |
| 180 | ურუგვაი | -$1.74 | -2.15% |
| 181 | ერაყი | -$7.46 | -2.69% |
| 182 | ტრინიდადი და ტობაგო | -$0.80 | -3.14% |
| 183 | ბელგია | -$26.72 | -4.02% |
| 184 | შვეიცარია | -$60.71 | -6.48% |
| 185 | ირლანდია | -$38.89 | -6.74% |
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შეიძლება იყოს ნეგატიური მოცულობისაც, მაგალითად თუკი ქვეყნიდან სხვა ქვეყნებში ხორციელდება FDI ან ხდება კორპორაციული ვალის გასტუმრება ან მესაკუთრის შეცვლა და აქტივის მფლობელის ეროვნების ცვლილება, FDI შეიძლება მინუს რიცხვით აღირიცხოს. ამასთან, ნეგატიური ინვესტიციები შეიძლება ქვეყნიდან კაპიტალის გადინებასაც ასახავდეს, თუმცა არა ყოველთვის, განსაკუთრებით მაშინ თუ საქმე გვაქვს ფინანსურ ოპერაციებთან, რაც ამ ქვეყნის კონკრეტული საფინანსო ინსტიტუტის ან კონკრეტული საინვესტიციო პროექტის იურიდიული მოწყობის საკითხს უკავშირდება. ასე მაგალითად, შვეიცარიისთვის FDI 2024 წელს მინუს 60.7 მილიარდი დოლარი იყო, რაც ძირითადად დაკავშირებულია სწორედ შვეიცარიული საფინანსო ინსტიტუტების მიერ განხორციელებულ ოპერაციებთან. ასევე დიდი ბრიტანეთისთვის FDI იყო მინუს 40 მილიარდი დოლარი, ხოლო ირლანდიისთვის კი მინუს 39 მილიარდი დოლარი, მაშინ როდესაც ირლანდიაში ოპერირებს არაერთი უმსხვილესი ამერიკული კორპორაცია და ამ ქვეყანას ისინი ხშირ შემთხვევაში აშშ-სთან შედარებით დაბალი საგადასახადო რეჟიმის მიღებისთვის იყენებენ.




























