ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორი მიმდინარე წლის I კვარტალში, განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით ეკონომიკის დარგების რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს. წელს ამ სექტორში FDI-ის მოცულობა წლიურად 27.4%-ით შემცირდა და 37.2 მლნ დოლარი შეადგინა.
აღსანიშნია, რომ 2025 წელს ინფორმაციის და კომუნიკაციები (ICT) სექტორში 115 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო, რაც 2024 წლის მაჩვენებელს მკვეთრად აღემატებოდა.
იანვარ-მარტში ICT სექტორში განხორციელებული ინვესტიციების დიდი წილი ამერიკაზე მოდიოდა, რამაც 33.7 მლნ დოლარი შეადგინა. დანარჩენი ქვეყნებიდან კი ჯამში 7.5 მლნ დოლარი ჩაიდო. ამასთან, საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, კონკრეტული ქვეყნების ჭრილში ინვესტიციების გადინება დაფიქსირდა, რაც შეიძლება ქვეყნიდან დივიდენდების გატანით იყოს განპირობებული. ასეთი ქვეყნებია ნიდერლანდები, გერმანია, თურქეთი, უკრაინა და აზერბაიჯანი.
BM.GE-მ საქსტატიდან ICT სექტორში მოქმედი კომპანიების გამოითხოვა, სადაც ამ პერიოდში ყველაზე მეტი პირდაპირი ინვესტიცია ჩაიდო.
TOP-10 ინვესტორი კომპანია:
- შპს სელფი მობაილ;
- შპს მაგთიკომი;
- შპს კავკასუს ონლაინ;
- შპს სქაიტელი;
- შპს თინეთი;
- შპს მერკელეონ ჯორჯია;
- შპს მეიჯერელ საქართველო;
- შპს სვიფტ ჯორჯია;
- შპს ჯი რიალთაიმ ლაივ;
- შპს აიქეიჯი თიმ;
შენიშნვნა კომპანიები რეიტინგის მიხედვით დალაგებული არ არის.
წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში 271.2 მლნ. აშშ დოლარის FDI ჩაიდო. წლიური ზრდა 47.7%-ია. ამასთან, რეინვესტიციის წილი მთლიან FDI-ში ნახევარზე მეტია და 53.8% აღწევს. საქსტატში განმარტავენ, რომ FDI-ს „ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის გაზრდით“




























