მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყნებშია ინფლაცია ყველაზე დაბალი და სად გვხვდება დეფლაცია?

63aaa28963156
გიორგი თოლორდავა
28.12.22 00:05
1035
მსოფლიოს მასშტაბით სამომხმარებლო ფასები მკვეთრად იზრდება. ინფლაციური წნეხი განსაკუთრებით იმატებს დასავლურ სახელმწიფოებში, სადაც რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია, ალტერნატიული მიმწოდებლები კი - რთულად მოსაძებნი.

აშშ-ში, ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის წევრს სახელმწიფოებში სამომხმარებლო ფასების ზრდის დონემ 40-წლიან მაქსიმუმს მიაღწია, მიუხედავად ამისა, ზოგიერთ სახელმწიფოში ინფლაციის დონე ისევ დაბალ ნიშნულზეა, სამიზნე 2-3%-იან მაჩვენებელთან ახლოს.

Visual Capitalist-ის ინფორმაციით, წლიურ ჭრილში დეფლაცია ოფიციალურად მხოლოდ ერთ ქვეყანაში - სამხრეთ სუდანში ფიქსირდება, სადაც სამომხმარებლო ფასები ერთწლიან ჭრილში 2.5%-ით შემცირდა.

ყველზე დაბალი ინფლაცია, კერძოდ, 1.1% მაკაოშია; რეიტინგში შემდეგია პანამა, სადაც სამომხმარებლო ფასები მხოლოდ 1.9%-ით გაიზარდა; ბენინში კი 2.1%-იანი ინფლაცია ფიქსირდება.

ზემოჩამოთვლილი სახელმწიფოებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ ინფლაციის დაბალი დონე უმეტესწილად ეკონომიკურად განუვითარებელ სახელმწიფოებში გვხვდება, სადაც უჩვეულოდ დაბალია საერთაშორისო ბაზართან ინტეგრირების მაჩვენებელი, ანუ ეკონომიკა თვითმყოფადია, რის გამოც გარე ფაქტორები ნაკლებად ახდენს გავლენას ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.


გთავაზობთ ყველაზე დაბალი ინფლაციის მქონე ქვეყნების რეიტინგს:

1. სამხრეთ სუდანი: -2.5%
2. მაკაო: 1.1%
3. პანამა: 1.9%
4. ბენინი: 2.1%
5. ჩინეთი: 2.1%
6. ომანი: 2.4%
7. ტაივანი: 2.7%
8. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა: 2.7%
9. ვანუატუ: 2.7%
10. სეიშელი: 2.9%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები