მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყნებშია მთავრობის წილი მშპ-ში ყველაზე მაღალი და დაბალი - რეიტინგი და საქართველოს პოზიცია

აშშ

იმის შესაფასებლად თუ რამდენად დიდია სახელმწიფო სექტორი სხვადასხვა ქვეყანაში, მშპ-სთან მიმართებით სამთავრობო ხარჯების მაჩვენებლის გამოყენება არის შესაძლებელი. აღნიშნული მაჩვენებელი ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტს ადარებს ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტს. რაც უფრო მაღალია სახელმწიფო დანახარჯების წილი, მით უფრო დიდია ეკონომიკაში მთავრობის წვლილი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, 2024 წელს სამთავრობო ხარჯების მიხედვით პირველ ადგილს იკავებს ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისში მყოფი ლიბია, რომლის მთავრობის ხარჯებიც მშპ-ის 61.7%-ია. მეორე ადგილზეა 59.3%-ით უკრაინა, რომელიც უკვე მეორე წელია საომარ მდგომარეობაში იმყოფება. მესამე პოზიციას უკავებს საფრანგეთი 56.1%-ით, სადაც სახელმწიფო სექტორის წილი ეკონომიკაში ყოველთვის მაღალ ნიშნულზეა. ასევე მოწინავე პოზიციები აქვთ დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, სადაც სახელმწიფო ხარჯები მშპ-ის 40%-ს აჭარბებს. შედარებით დაბალია საქართველოს მაჩვენებელი და ის 29.6%-ს შეადგენს. აშშ-ში სახელმწიფოს ხარჯების ზომა ეკონომიკასთან მიმართებით 37.7%-ია, რუსეთის შემთხვევაში კი ეს რიცხვი 35.8%-ია.

gdp per capita
Infogram

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები