საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.9% შეადგინა.
ექსპორტ-იმპორტის ჯამის მიხედვით ქვეყნის უმსხვილესი პარტნიორები არიან: თურქეთი (სავაჭრო ბრუნვა 499.5 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (457.8 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (418.3 მლნ. აშშ დოლარი).
აღსანიშნავია, რომ გარდა ყირგიზეთისა და ყაზახეთისა, სადაც საქართველოს ავტომობილების მაღალი რეექსპორტი აქვს, სხვა პარტნიორებთან სავაჭრო ბრუნვა უარყოფითია, ანუ საქართველო მეტს ყიდულობს, ვიდრე თავად ყიდის.
2026 წლის პირველ ორ თვეში საქართველოს TOP-10 სავაჭრო პარტნიორის ჩამონათვალი ასეთია:
- თურქეთი - სავაჭრო ბრუნვა 499.5 მლნ. აშშ დოლარი;
- ჩინეთი - სავაჭრო ბრუნვა 457.8 მლნ. აშშ დოლარი;
- რუსეთი - სავაჭრო ბრუნვა 418.3 მლნ. აშშ დოლარი;
- აშშ - სავაჭრო ბრუნვა 237.9 მლნ. აშშ დოლარი;
- აზერბაიჯანი - სავაჭრო ბრუნვა 214.3 მლნ. აშშ დოლარი;
- გერმანია - სავაჭრო ბრუნვა 132.4 მლნ. აშშ დოლარი;
- სომხეთი - სავაჭრო ბრუნვა 128.6 მლნ. აშშ დოლარი;
- ყირგიზეთი - სავაჭრო ბრუნვა 106.4 მლნ. აშშ დოლარი;
- ყაზახეთი - სავაჭრო ბრუნვა 79.5 მლნ. აშშ დოლარი;
- იტალია - სავაჭრო ბრუნვა 73.9 მლნ. აშშ დოლარი.

2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.9%-ით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 22.9%-ით), ხოლო იმპორტი 2.5 მილიარდ აშშ დოლარს (შემცირდა 15.4%-ით).




























