მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ რეგიონებში სწავლობს მზის სადგურების პოტენციალს GEDF?

61502e5fdee08
დავით ჯალაღონია
26.09.21 14:23
964
საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე მზის ელექტროსადგურის მშენებლობისთვის კვლევებს ახორციელებს.

როგორც ფონდის დირექტორმა BM.GE–სთან საუბრისას განმარტა, ამ მიზნით ისინი რამდენიმე საერთაშორისო ბანკთან და დონორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ.

"ენერგეტიკის განვითარების ფონდის მთავარი მისია ის არის, რომ შეისწავლოს საქართველოს განახლებადი რესურსების ათვისების პოტენციალი და იდენტიფიცირება გაუკეთოს ყველაზე მიმზიდველ პროექტებს. ასეთი პირველი "უდაბნოს მზის ელექტროსადგურია", თუმცა ვაგრძელებთ მუშაობას და ვთანამშრომლობთ რამდენიმე საერთაშორისო ბანკთან, დონორ ორგანიზაციასთან და შემდეგი პროექტების განხორციელება დაგეგმილია რუსთავის, გარდაბანის, მარნეულის, საგარეჯოს ტერიტორიებზე", – განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ უდაბნოს მზის ელექტროსადგურის პროექტს ქართული კომპანია "ნექსთ ენერჯი" განახორციელებს.

ცნობისთვის: საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ 20 მზის და ქარის ელექტროსადგურის პოტენციალი არის შეფასებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები