მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ რვა კომპანიას მიანიჭა მთავრობამ საერთაშორისო სტატუსი? - განკარგულება

საერთაშორისო კომპანია

ირაკლი კობახიძის 12 ივლისის განკარგულებების მიხედვით, 8 კომპანიას საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა.

bm.ge გთავაზობთ კომპანიების ჩამონათვალს და ასევე, ვინ ფლობს აღნიშნულ კომპანიებს.

  • სს სფეის ინტერნეიშენალი - აქციონერთა კრების თავმჯდომარე/წევრი: ვახტანგ ბუცხრიკიძე, წევრები: ნინო მასურაშვილი, ბიძინა მაცაბერიძე. დირექტორი ნიკოლოზ ქურდიანი;
  • შპს თრეიდინგვიუ საქართველო - მფლობელი აშშ-ში რეგისტრირებული თრეიდინგვიუ, ინკია.
  • შპს ვანაფ გეიმს - წილის 100%-ს ისრაელის მოქალაქე რომან ჟდანოვი ფლობს;
  • შპს სთრაიქერზ - კომპანიას კვიპროსზე რეგისრტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის
    საზოგადოება ქსტენ ლიმიტედი ფლობს. დირექტორი რატი ადუაშვილია;
  • შპს ფიკოქს სტუდიო - წილის 100%-ს ალექსანდრე ბიწაძე ფლობს;
  • შპს ბელკა გეიმზ გე - კომპანიას კვიპროსზე რეგისრტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის
    საზოგადოება ბელკა გეიმზ სიუაი ფლობს. დირექტორი კი, ბელარუსის მოქალაქე ევგენია უროდნიჩია.
  • შპს სოფთვეა ქანთრი ჯორჯია - კომპანია რუსეთისა და ისრაელის ორმაგ მოქლაქეს, მაქსიმ დრაშჩინსკის ეკუთვნის და თავადაა დირექტორიც.
  • შპს სტატუს თრეიდინგ - კომპანიის მესაკუთრე და დირექტორი ბელა გასოიანია.

შეგახსენებთ, 2020 წლის ბოლოდან საქართველოში "საერთაშორისო საწარმოს სტატუსის" მინიჭების კრიტერიუმები განისაზღვრა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ სტატუსს იღებენ ის კომპანიები, რომლებიც IT და საზღვაო სფეროში საქმიანობენ და საქართველოდან უცხოეთში აწვდიან IT სერვისს ან ახორციელებენ საზღვაო გადაზიდვებს. ამ სტატუსის კომპანიები სპეციალური საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ.

საერთაშორისო კომპანიაში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავალი 5%-ით იბეგრება, ასევე, საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადის განაკვეთია 5%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები