მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ სექტორებს აფინანსებენ კომერციული ბანკები

ბანკები

საქართველოში მოქმედმა 17-მა კომერციულმა ბანკმა სებ-ს 2024 წლის პირველი 4 თვის ფინანსური შედეგები უკვე წარუდგინა. დოკუმენტაციის თანახმად, საბანკო სექტორის მთლიანი საკრედიტო პორტფელი 55.5 მილიარდ ლარს აღწევს, საიდანაც 18.7 მილიარდი ლარი კორპორაციული სესხებია, 9.1 მილიარდი ლარი მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული კრედიტებია, 7.5 მილიარდი ლარი მიკრობიზნეს სესხებია, ხოლო 20.2 მილიარდი ლარი კი ფიზიკურ პირებზე გაცემული კრედიტებია.

ბანკები ბიზნესსექტორზე გაცემულ კრედიტებს 27 განსხვავებული სექტორის მიხედვით აჯგუფებენ. მათი ანგარიშის თანახმად, ყველაზე დიდი მოცულობის - 3.2 მილიარდი ლარის კრედიტები სოფლის მეურნეობის სექტორზე არის გაცემული, 3.1 მილიარდის სესხები არის გაცემული უძრავი ქონების დეველოპერებზე, ხოლო სასტუმროებისა და ტურიზმის სექტორში მოღვაწე კომპანიებზე 3 მილიარდის სესხები არის გაცემული.

კომერციული სექტორის დაკრედიტება სექტორების მიხედვით:

სექტორი

გაცემული სესხების მთლიანი მოცულობა ლარებში 2024 წლის აპრილის მდგომარეობით:

სოფლის მეურნეობის სექტორი 3,192,270,000
უძრავი ქონების დეველოპმენტი 3,123,038,000
სასტუმროები და ტურიზმი 3,036,765,000
სერვისი 2,953,860,000
უძრავი ქონების მენეჯმენტი 2,796,669,000
ენერგეტიკა 2,157,929,000
სამშენებლო მასალების მოპოვება, წარმოება და ვაჭრობა 1,968,006,000
ვაჭრობა (სხვა) 1,963,144,000
სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობა 1,763,383,000
სამომხმარებლო საქონლის წარმოება 1,633,107,000
ჯანდაცვა 1,164,606,000
სამშენებლო კომპანიები (არა დეველოპერები) 920,755,000
მძიმე მრეწველობა 903,086,000
წარმოება (სხვა) 784,829,000
რესტორნები, ბარები, კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები 762,012,000
მათ შორის: ექსპორტიორები 677,463,000
საფინანსო ინსტიტუტები 673,067,000
ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და ტექსტილის წარმოება და ვაჭრობა 588,045,000
ხანგრძლივი მოხმარების სამომხმარებლო საქონლის წარმოება და ვაჭრობა 581,884,000
ბენზინგასამართი სადგურები და ბენზინის იმპორტიორები 469,077,000
ავტომობილების დილერები 249,763,000
სხვა 244,254,000
ტელეკომუნიკაცია 233,364,000
საბითუმო ლომბარდი 219,837,000
ფარმაცევტიკა 152,241,000
ბანკთაშორისი ფინანსური ინსტრუმენტები 88,560,000
სახელმწიფო ორგანიზაციები 64,698,000

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები