მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელ სექტორებზე აქვთ ბანკებს ყველაზე მეტი კრედიტი გაცემული - რეიტინგი

ბანკები

2025 წლის მარტის მდგომარეობით ქართული ბანკების მთლიანი საკრედიტო პორტფელი 63 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც წლიურად 16.6%-ით არის გაზრდილი.

სებ-ის სტატისტიკის თანახმად, მთლიან სესხებში სამომხმარებლო კრედიტებზე 23.7 მილიარდი ლარი, კორპორაციულ სეგმენტზე 22.5 მილიარდი ლარი, მცირე ბიზნესზე 10 მილიარდი ლარი, მიკრო ბიზნესზე კი 8 მილიარდი ლარი აქვთ გაცემული.

ბიზნესსესხების მიმართულებით პირველ ადგილზეა უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორზე გაცემული კრედიტები, რომლის პორტფელიც 2025 წლის მარტის მდგომარეობით 4.1 მილიარდ ლარს შეადგენს. ამ სექტორის დაკრედიტება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42%-ით არის გაზრდილი.

დაკრედიტებაში მეორე ადგილზეა მომსახურების სექტორი 3.66 მილიარდი ლარით, რომელიც წლიურად 26%-ით არის გაზრდილი. მესამე ადგილზეა უძრავი ქონების მენეჯმენტი 3.4 მილიარდი ლარით, მეოთხე პოზიციას იკავებს სოფლის მეურნეობა 3.3 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელით, მეხუთეზე კი ტურიზმი 3 მილიარდი ლარის პორტფელით.

2025 წლის მარტის მდგომარეობით კორპორაციული დაკრედიტების სტატისტიკა ასე ნაწილდება:

კატეგორია საკრედიტო პორტფელი ზრდა/კლება წინა წელთან შედარებით
უძრავი ქონების დეველოპმენტი 4,135 მილიონი ლარი; 42%
სერვისი 3,663 მილიონი ლარი; 26%
უძრავი ქონების მენეჯმენტი 3,418 მილიონი ლარი; 22%
სოფლის მეურნეობის სექტორი 3,279 მილიონი ლარი; 4%
სასტუმროები და ტურიზმი 3,057 მილიონი ლარი; 1%
ენერგეტიკა 2,560 მილიონი ლარი; 19%
სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობა 2,494 მილიონი ლარი; 39%
ვაჭრობა (სხვა) 2,274 მილიონი ლარი; 13%
სამშენებლო მასალების მოპოვება, წარმოება და ვაჭრობა 2,102 მილიონი ლარი; 4%
სამომხმარებლო საქონლის წარმოება 1,899 მილიონი ლარი; 18%
ჯანდაცვა 1,386 მილიონი ლარი; 20%
სამშენებლო კომპანიები (არა დეველოპერები) 943 მილიონი ლარი; 1%
წარმოება (სხვა) 901 მილიონი ლარი; 14%
რესტორნები, ბარები, კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები 884 მილიონი ლარი; 18%
მძიმე მრეწველობა 876 მილიონი ლარი; -4%
საფინანსო ინსტიტუტები 814 მილიონი ლარი; 27%
ბენზინგასამართი სადგურები და ბენზინის იმპორტიორები 779 მილიონი ლარი; 77%
ხანგრძლივი მოხმარების სამომხმარებლო საქონლის წარმოება და ვაჭრობა 745 მილიონი ლარი; 31%
ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და ტექსტილის წარმოება და ვაჭრობა 666 მილიონი ლარი; 16%
მათ შორის: ექსპორტიორები 649 მილიონი ლარი; -5%
სხვა 349 მილიონი ლარი; 54%
ტელეკომუნიკაცია 330 მილიონი ლარი; 41%
ავტომობილების დილერები 256 მილიონი ლარი; 5%
საბითუმო ლომბარდი 243 მილიონი ლარი; 11%
ბანკთაშორისი ფინანსური ინსტრუმენტები 215 მილიონი ლარი; 139%
ფარმაცევტიკა 202 მილიონი ლარი; 34%
სახელმწიფო ორგანიზაციები 37 მილიონი ლარი; -41%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები