ქართული ბანკების ჯამური საკრედიტო პორტფელი 2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით 71 მილიარდ ლარს აღწევს, რაც წლიურ ჭრილში 14%-ით არის გაზრდილი. ამ სესხებიდან 27 მილიარდი ლარი მოდის ფიზიკურ პირებზე, 26 მილიარდი ლარი კორპორაციულ სექტორზე, 10.8 მილიარდი ლარი მცირე და საშუალო ბიზნესსექტორზე, 9.2 მილიარდი ლარი კი მიკრობიზნესზე.
რაც შეეხება უშუალოდ სექტორებს, ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, ბიზნესების დაკრედიტებაში პირველ ადგილს უძრავი ქონების დეველოპმენტი იკავებს 4.6 მილიარდი ლარის სასესხო პორტფელით, ამ სექტორში სესხების წლიური ზრდა 13%-ია. მეორე ადგილს მომსახურების სექტორი იკავებს 4.3 მილიარდი ლარით (ზრდა 21%), მესამე პოზიციას კი უძრავი ქონების მენეჯმენტი იკავებს 4 მილიარდი ლარით, სადაც დაკრედიტება წლიურად 18%-ით არის გაზრდილი.
თუმცა გაცილებით დაბალია სასტუმროებისა და ტურიზმის სექტორის სესხების ზრდა რაც 2%-ს შეადგენს, ენერგეტიკის დაკრედიტება კი 10%-ით არის გაზრდილი, სოფლის მეურნეობაში კი დაკრედიტება წლიურად 9%-ით გაიზარდა.
ბანკების მიერ გაცემული ბიზნესსესხების სტატისტიკა 2025 წლის მდგომარეობით - პორტფელის ზომა და დაკრედიტების წლიური ზრდა:
| სექტორი | სესხების პორტფელი | ზრდა/კლება |
| უძრავი ქონების დეველოპმენტი | ₾4,587,342,000 | 13% |
| სერვისი | ₾4,336,642,000 | 21% |
| უძრავი ქონების მენეჯმენტი | ₾3,987,407,000 | 18% |
| სოფლის მეურნეობის სექტორი | ₾3,520,084,000 | 9% |
| სასტუმროები და ტურიზმი | ₾3,057,913,000 | 2% |
| სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობა | ₾2,838,447,000 | 13% |
| ენერგეტიკა | ₾2,833,760,000 | 10% |
| ვაჭრობა (სხვა) | ₾2,271,298,000 | 5% |
| სამშენებლო მასალების მოპოვება, წარმოება და ვაჭრობა | ₾2,059,004,000 | -3% |
| სამომხმარებლო საქონლის წარმოება | ₾1,921,817,000 | 3% |
| საფინანსო ინსტიტუტები | ₾1,698,837,000 | 98% |
| სამშენებლო კომპანიები (არა დეველოპერები) | ₾1,260,735,000 | 24% |
| ჯანდაცვა | ₾1,091,931,000 | -19% |
| წარმოება (სხვა) | ₾963,625,000 | 3% |
| რესტორნები, ბარები, კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები | ₾958,649,000 | 11% |
| მძიმე მრეწველობა | ₾899,054,000 | -7% |
| ხანგრძლივი მოხმარების სამომხმარებლო საქონლის წარმოება და ვაჭრობა | ₾861,343,000 | 28% |
| ბენზინგასამართი სადგურები და ბენზინის იმპორტიორები | ₾850,019,000 | 33% |
| მათ შორის: ექსპორტიორები | ₾824,806,000 | 24% |
| ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და ტექსტილის წარმოება და ვაჭრობა | ₾613,105,000 | -7% |
| სხვა | ₾552,709,000 | 62% |
| ავტომობილების დილერები | ₾288,901,000 | 7% |
| ტელეკომუნიკაცია | ₾279,434,000 | -15% |
| საბითუმო ლომბარდი | ₾262,951,000 | 21% |
| ფარმაცევტიკა | ₾247,662,000 | 39% |
| სახელმწიფო ორგანიზაციები | ₾164,500,000 | 184% |
| ბანკთაშორისი ფინანსური ინსტრუმენტები | ₾125,819,000 | 171% |



























