ქართული ბანკების საკრედიტო პორტფელი 64.2 მილიარდ ლარს აღწევს - სებ-ისთვის წარდგენილი ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, ქვეყანაში საბანკო დაკრედიტება საკურსო ეფექტის გამორიცხვით წლიურად 15.5%-ით არის გაზრდილი.
მთლიან სესხებში კორპორაციულ სეგმენტზე 23 მილიარდი ლარი მოდის, მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტზე - 10 მილიარდი ლარი, მიკრო ბიზნესის სეგმენტზე - 8.2 მილიარდი ლარი, ხოლო ფიზიკური პირების სესხებზე კი 24.4 მილიარდი ლარი.
ბიზნეს სესხებს შორის პირველ ადგილს კვლავ უძრავი ქონების დეველოპმენტი იკავებს 4.17 მილიარდი ლარის პორტფელით, რაც წლიურად 34%-ით არის გაზრდილი. მეორე პოზიციას იკავებს სერვისების სექტორი 3.73 მილიარდი ლარით (ზრდა 26%), ხოლო მესამეზე უძრავი ქონების მენეჯმენტია 3.5 მილიარდი ლარის კრედიტებით (ზრდა 25%). რაც შეეხება სოფლის მეურნეობის სესხებს, ის 3.3 მილიარდ ლარს შეადგენს, ტურიზმის სექტორის საკრედიტო პორტფელი 3.2 მილიარდი ლარია, ენერგეტიკის კი 2.5 მილიარდი ლარი.
| სექტორი | კრედიტების ნაშთი 2025 წლის აპრილის მდგომარეობით | წლიური ზრდა/კლება |
| უძრავი ქონების დეველოპმენტი | 4.17 მილიარდი ლარი; | 34% |
| სერვისი | 3.73 მილიარდი ლარი; | 26% |
| უძრავი ქონების მენეჯმენტი | 3.49 მილიარდი ლარი; | 25% |
| სოფლის მეურნეობის სექტორი | 3.34 მილიარდი ლარი; | 5% |
| სასტუმროები და ტურიზმი | 3.18 მილიარდი ლარი; | 5% |
| სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობა | 2.51 მილიარდი ლარი; | 42% |
| ენერგეტიკა | 2.49 მილიარდი ლარი; | 15% |
| ვაჭრობა (სხვა) | 2.24 მილიარდი ლარი; | 14% |
| სამშენებლო მასალების მოპოვება, წარმოება და ვაჭრობა | 2.14 მილიარდი ლარი; | 9% |
| სამომხმარებლო საქონლის წარმოება | 1.89 მილიარდი ლარი; | 16% |
| ჯანდაცვა | 1.40 მილიარდი ლარი; | 21% |
| სამშენებლო კომპანიები (არა დეველოპერები) | 952 მილიონი ლარი; | 3% |
| რესტორნები, ბარები, კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები | 905 მილიონი ლარი; | 19% |
| წარმოება (სხვა) | 899 მილიონი ლარი; | 15% |
| მძიმე მრეწველობა | 897 მილიონი ლარი; | -1% |
| საფინანსო ინსტიტუტები | 833 მილიონი ლარი; | 24% |
| ხანგრძლივი მოხმარების სამომხმარებლო საქონლის წარმოება და ვაჭრობა | 765 მილიონი ლარი; | 31% |
| ბენზინგასამართი სადგურები და ბენზინის იმპორტიორები | 719 მილიონი ლარი; | 53% |
| ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და ტექსტილის წარმოება და ვაჭრობა | 693 მილიონი ლარი; | 18% |
| მათ შორის: ექსპორტიორები | 662 მილიონი ლარი; | -2% |
| სხვა | 334 მილიონი ლარი; | 37% |
| ტელეკომუნიკაცია | 332 მილიონი ლარი; | 42% |
| ავტომობილების დილერები | 280 მილიონი ლარი; | 12% |
| საბითუმო ლომბარდი | 247 მილიონი ლარი; | 12% |
| ფარმაცევტიკა | 186 მილიონი ლარი; | 22% |
| ბანკთაშორისი ფინანსური ინსტრუმენტები | 142 მილიონი ლარი; | 61% |
| სახელმწიფო ორგანიზაციები | 38 მილიონი ლარი. | -41% |




























