მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ სფეროებშია ყველაზე მეტი ზეგანაკვეთი და რამდენ საათს მუშაობენ საქართველოში?

60b7c68854423
შოთა ტყეშელაშვილი
03.06.21 00:30
3203

სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყოველწლიურად ატარებს გამოკითხვას იმის შესახებ თუ რომელ სექტორში დასაქმებული პირები რამდენი საათის განმავლობაში მუშაობენ. ოფიციალური სტატისტიკით, ეკონომიკის 18 სექტორიდან, 14 სექტორში დასაქმებულები რეგულარულად კვირაში 40 საათზე მეტ ხანს მუშაობენ. სტატისტიკის მიხედვით, ამ სფეროებს შორისაა საჯარო სამსახურიც, სადაც ზეგანაკვეთი კვირაში საშუალოდ 6.9 საათს შეადგენს. სასტუმროებისა და რესტორნების დარგში კი საშუალო ზეგანაკვეთი 9.6 საათს შეადგენს. ხოლო სამშენებლო სექტორში ზეგანაკვეთი კვირაში 9 საათია. 

რა სექტორში საშუალოდ რამდენი საათის განმავლობაში მუშაობენ:

1. ტრანსპორტი და დასაწყობება - 50 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 10 საათი;
2. სასტუმროები და რესტორნები - 49.6 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 9.6 საათი;
3. მშენებლობა - 49 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 9 საათი;
4. საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - 49 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 9 საათი;
5. შინამეურნეობების, როგორც დამქირავებლის, საქმიანობები; არადიფერენცირებული საქონლის და მომსახურების წარმოება შინამეურნეობების მიერ საკუთარი მოხმარებისათვის - 48.4 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 8.4 საათი;
6. სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება - 46.9 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 6.9 საათი;
7. ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 45.5 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 5.5 საათი;
8. ექსტერიტორიული ორგანიზაციების და ორგანოების საქმიანობები - 45.2 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 5.2 საათი;
9. მრეწველობა - 44.9 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 4.9 საათი;
10. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 44.3 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 4.3 საათი;
11. სხვა სახის მომსახურება - 44 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 4 საათი;
12. ინფორმაცია და კომუნიკაცია - 43.5 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 3.5 საათი;
13. ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - 43 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 3 საათი;
14. საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 42.8 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 2.8 საათი;
15. პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 39.5 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 0 საათი;
16. ხელოვნება, გართობა და დასვენება - 38.8 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 0 საათი;
17. სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 33.4 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 0 საათი;
18. განათლება - 30.6 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 0 საათი;

მეთოდოლოგია - საქსტატის გამოკვლევის მიხედვით, სამუშაო კვირის ჩვეულებრივი ხანგრძლივობა გულისხმობს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში კვირაში ყველაზე ხშირად ნამუშევარი საათების საშუალო რაოდენობას, ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების ჩათვლით.

2020 წლის სექტემბერში შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებებით განისაზღვრა, რომ დამსაქმებელმა დასაქმებულს თითოეული ზეგანაკვეთური საათი უნდა აუნაზღაუროს სტანდარტულ სამუშაო საათზე უფრო მაღალი განაკვეთით და ზეგანაკვეთური სამუშაოს ზუსტი ანაზღაურება მხარეთა შორის მოლაპარაკებით უნდა განისაზღვროს. 

"ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება შრომის ანაზღაურების საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ამ ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. ზეგანაკვეთური სამუშაო უნდა ანაზღაურდეს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების შემდეგ გადასახდელ ყოველთვიურ შრომის ანაზღაურებასთან ერთად,"- ნათქვამია შრომის კოდექსში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები