მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესის რომელი დარგები ასაქმებს ყველაზე მეტ ადამიანს?

დასაქმება

I კვარტალში საქართველოში ბიზნესსექტორში გაიზარდა როგორც დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე საშუალო ხელფასიც. ამ პერიოდში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 749.4 ათასი კაცით განისაზღვრა, ზრდა 4.6%-ია. საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული საწარმოთა პირველი კვარტალის შედეგების მიხედვით, კერძო სექტორში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 44.3% მსხვილ ბიზნესზე, 19.5% - საშუალოზე, ხოლო 36.1% - მცირე ბიზნესზე მოდის.

ამ პერიოდისთვის ყველაზე მეტ სამუშაო ადგილს ბიზნესსექტორში ვაჭრობის დარგი ქმნიდა, რაც მოიცავს საბითუმო და საცალო ვაჭრობასა და ავტომობილების და მოტოციკლების რემონტს. ბიზნესსექტორში დასაქმების ჯამურ რაოდენობაში სამუშაო ადგილების რაოდენობის მიხედვით დარგების რეიტინგი ასეთია:

ვაჭრობა - 28.3%;

დამმუშავებელი მრეწველობა - 12.1%;

ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობები - 9.9 %;

მშენებლობა - 8.1%;

ტრანსპორტი და დასაწყობება - 8%;

ინფორმაცია და კომუნიკაცია - 6.2%;

განთავსების საშუალებების უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - 5%;

სხვა დარგები - 22.5%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები