მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელი ბაზრები იქნება 2025 წელს ღვინის სექტორისთვის პრიორიტეტული?

იანვარში საქართველოდან ღვინის ექსპორტი შემცირდა. წლის პირველ თვეს საქართველოდან 12.9 მილიონი დოლარის ღირებულების 4 მლნ 243 ათასი ლიტრი ღვინო გავიდა. საქსტატის მონაცემებით, ექსპორტით მიღებული შემოსავალი ამ პერიოდში 28%-ით, გაყიდული საქონლის მოცულობა კი 34.5%-ით შემცირდა. იანვარში ღვინის ექსპორტის კლების განმაპირობებელ ფაქტორად რუსეთში შემცირებული გაყიდვებია. 2025 წლის დასაწყისში საქართველოდან რუსეთში 6 მილიონ 982 ათასი დოლარის ღირებულების 2,5 მლნ ლიტრი ღვინო გავიდა. რაც გასული წლის ექსპორტს 47.6%-ით ჩამორჩება. ამ მიმართულებით გაყიდვების კლების მიუხედავად, რუსეთი ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების რეიტინგში კვლავ პირველ ადგილს იკავებს. ექსპერტების ნაწილის შეფასებით, იანვარში დაფიქსირებული კლება რუსეთში გასული წლის მაისიდან იმპორტირებული ალკოჰოლური სასმლის ზოგიერთ სახეობაზე, მათ შორის, ღვინოზე, აქციზის 3-ჯერ გაზრდას უკავშირდება. ისინი არ გამორიცხავენ, რომ აქციზის გაზრდამდე კომპანიებმა რუსეთში დიდი რაოდენობით ღვინო გაიტანეს.

რაც შეეხება ევროკავშირის ბაზარს, იანვარში ევროკავშირის ქვეყნებში ღვინის ექსპორტი 7.6%-ით გაიზარდა, თუმცა გადაზიდული საქონლის მოცულობა 1.8%-ით შემცირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ქართული ღვინის ფასი მცირედით გაიზარდა. რა ტენდენციებია ღვინის ბაზარზე, როგორ ხვდება სექტორი 2025 წელს და როგორი უნდა იყოს ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის მარკეტინგული სტრატეგია?

სტუმარი: ირაკლი უგლავა - კომპანია „ასკანელის“ დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები