მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელი ბრენდის პერსონალური კომპიუტერებია ყველაზე პოპულარული აშშ-ში? - კვლევა

6082d1449b659
ნათია თაქთაქიშვილი
23.04.21 21:32
704
ანალიტიკური პლატფორმა Statista Global Consumer Survey-ის მონაცემებზე დაყრდნობით პერსონალური კომპიუტერების იმ მწარმოებელთა ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც ამერიკელ მომხმარებლებს შორის ყველაზე მეტი პოპულარულობით სარგებლობს.

Global Consumer Survey-ის გამოკითხვაში მონაწილეობა 18-იდან 64-წლამდე ასაკის 2,468 მომხმარებელმა მიიღო, მათგან 33% Dell-ის ფირმის პერსონალურ კომპიუტერს ანიჭებს უპირატესობას, 31% - HP-ის, ხოლო 13%-ი - Apple-ის პერსონალურ კომპიუტერებს. აღსანიშნავია, რომ Apple-მა გასულ წელს 75 მილიონი პერსონალური კომპიუტერი გაყიდა გლობალურად.

ყველაზე პოპულარული პერსონალური კომპიუტერის ბრენდები მსოფლიოში შემდეგია:

1. Dell – 33%
2. HP – 31%
3. Apple – 13%
4. Microsoft – 7%
5. Acer – 6%
6. Lenovo – 5%
7. Alienware – 4%
8. Asus – 4%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები