მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ჰესები გამოიმუშავებენ საქართველოში ყველაზე მეტ ელექტროენერგიას - ტოპ 10

642d6b82b1010
შოთა ტყეშელაშვილი
06.04.23 00:00
3960
საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური ენგურჰესია, რომლის დადგმული სიმძლავრეც 1,300 მეგავატს შეადგენს. ამასთანავე, ენგურის სისტემის ნაწილია “ვარდნილჰესების კასკადიც”, რომლის დადგმული სიმძლავრეც 340 მეგავატს შეადგენს.

2022 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ელექტროენერგია სწორედ ენგურჰესმა გამოიმუშავა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს საქართველოში ჰესების მიერ გენერირებული ელექტროენერგიის 73% 10 სადგურზე მოდიოდა. მათი ჩამონათვალი ასეთია:

1. ენგურჰესი (სახელმწიფო საკუთრება) - 3,747 მლნ კვტ საათი;
2. ვარციხეჰესი (ბიზნესმენ იგორ კოლომოისკის საკუთრება) - 827 მლნ კვტ საათი;
3. ვარდნილ ჰესი (სახელმწიფო საკუთრება) - 760 მლნ კვტ საათი;
4. დარიალ ჰესი (მფლობელები - სს ენერგია; TEPCO და Lock W ) - 471 მლნ კვტ საათი;
5. შუახევ ჰესი (მფლობელი Clean Energy) - 422 მლნ კვტ საათი;
6. ლაჯანურ ჰესი (მფლობელი ენერგო-პრო ჯორჯია) - 377 მლნ კვტ საათი;
7. ფარავან ჰესი (მფლობელი ანადოლუ ჯგუფი) - 354 მლნ კვტ საათი;
8. ხრამ ჰესი 2 (მფლობელი ინტერ რაო) - 325 მლნ კვტ საათი;
9. ჟინვალ ჰესი (მფლობელი აქუალია - 312 მლნ კვტ საათი;
10. რიონ ჰესი (მფლობელი ენერგო-პრო ჯორჯია) - 289 მლნ კვტ საათი.

TI საქართველოს თანახმად, ქვეყანაში მოქმედებს 7 მარეგულირებელი, 18 სეზონური და 84 მცირე ჰეს-ი. 2022 წელს ჰეს-ების მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაში 53% მარეგულირებელ ჰეს-ებზე მოდიოდა. მათ შორის, ჰეს-ების გამომუშავებული ელექტროენერგიის 35% (3,747 მლნ კვტ საათი) მხოლოდ „ენგურჰესის“ წილი იყო. რაც შეეხება დანარჩენი ორი სახეობის ჰეს-ს, ჰესების მთლიან გამომუშავებაში სეზონური ჰეს-ების წილი 39%-მდე იყო, ხოლო მცირე ჰეს-ების 8%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები