მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ჰესები გამოიმუშავებენ საქართველოში ყველაზე მეტ ენერგიას - რეიტინგი

ენგურჰესი ჰესი ენერგეტიკა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში მოქმედმა ჰესებმა 6 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც წინა წელთან შედარებით 13.4%-ით მეტია. გაუმჯობესებული გამომუშავება უკეთეს კლიმატურ პირობებთან არის დაკავშირებული. 2024 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში ყველაზე მეტი ელექტროენერგია უმსხვილესმა ჰიდროელექტროსადგურმა, ენგურჰესმა გამოიმუშავა, რამაც 1.6 მილიარდი კილოვატ საათი, ანუ მთლიანი ჰიდრო გამომუშავების 26% შეადგინა. წინა წელთან შედარებით ენგურჰესის გამომუშავება 15%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილზეა ვარციხეჰესი 591 მილიონი კილოვატ საათი გამომუშავებული ელექტროენერგიით (ზრდა 10%), ხოლო მესამეზე ვარდნილჰესების კასკადი 361 მილიონი კილოვატ საათით (ზრდა 32%).

2024 წლის პირველ 6 თვეში საქართველოში მოქმედი ჰესების გამომუშავება:

# ჰიდროელექტროსადგური მლნ. კილოვატ საათი ზრდა/კლება წინა წელთან
1 ენგურჰესი 1,601 15%
2 ვარციხე 591 10%
3 ვარდნილჰესების კასკადი 361 32%
4 შუახევიჰესი 331 -9%
5 ლაჯანურჰესი 235 14%
6 ფარავანჰესი 235 16%
7 გუმათჰესი 211 12%
8 დარიალიჰესი 203 0%
9 ხრამჰესი 2 198 20%
10 ჟინვალჰესი 163 -20%
11 რიონჰესი 158 23%
12 ზაჰესი 146 14%
13 ხრამჰესი 1 141 49%
14 ხელვაჩაურიჰესი 1 137 23%
15 ძევრულაჰესი 117 55%
16 შაორჰესი 95 5%
17 კირნათიჰესი 78 44%
18 ოლდენერჯიჰესი 70 13%
19 ხადორჰესი 68 8%
20 აწჰესი 65 7%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები