საფონდო ბირჟა ის ადგილია, რომელიც ადამიანებს რეალური სიმდიდრის შექმნის საშუალებას აძლევს, რაც მეტწილად იმითაა განპირობებული, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, საფონდო ბირჟა მუდმივად იზრდება. ინდივიდუალური ინვესტორების გარდა, საფონდო ბირჟით ფულის გამომუშავებას კორპორაციები და თავად ის კომპანიები ახერხებენ, რომელთა აქციები ბირჟაზე ივაჭრება, რადგან აქციების გაყიდვა დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი და ნაკლებრისკიანი მეთოდია.
საფონდო ბირჟაზე ვხვდებით, როგორც ე.წ. “პენი აქციების” მქონე კომპანიების, ანუ მცირე ზომის მოთამაშეებს, რომელთა ერთი აქციის შეძენა რამდენიმე ცენტად შეიძლება, ასევე დიდ კორპორაციებს, რომელთა საბაზრო კაპიტალიზაცია მილიარდებში და უკვე ტრილიონებში იზომება.
პირველი კომპანია, რომელმაც $1-ტრილიონიან ნიშნულს მიაღწია ამერიკული Apple-ი იყო, რომელმაც მიღწევა $2 ტრილიონზე და $3 ტრილიონზე გაიმეორა. მოგვიანებით, ასპარეზზე NVIDIA გამოჩნდა, რომლის შეფასება $5 ტრილიონს აჭარბებს — ამ დრომდე, ის ერთადერთი კომპანიაა ამ სტატუსით.
ტრილიონიანი კლუბის უახლესი წევრი კორეული ტექნოლოგიური გიგანტი Samsung-ია, რომელმაც ამ ისტორიულ ნიშნულს სწორედ მიმდინარე თვეს მიაღწია.
დღევანდელი მდგომარეობით, სულ მცირე $1-ტრილიონიანი შეფასება 13 კომპანიას აქვს, მათი ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
1. NVIDIA – $5.1 ტრლნ
2. Google – $4.8 ტრლნ
3. Apple – $4.2 ტრლნ
4. Microsoft – $3.1 ტრლნ
5. Amazon – $2.9 ტრლნ
6. TSMC – $2.2 ტრლნ
7. Broadcom – $2.0 ტრლნ
8. Saudi Aramco – $1.8 ტრლნ
9. Meta – $1.6 ტრლნ
10. Tesla – $1.5 ტრლნ
11. Samsung – $1.2 ტრლნ
12. Walmart – $1.0 ტრლნ
13. Berkshire – $1.0 ტრლნ




























