მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელი კომპანიები დაამონტაჟებენ თბილისში ელექტროდამტენებს - შედეგები ცნობილია

დამტენი

თბილისში 198 ელექტროდამტენის დამონტაჟებისთვის გამოცხადებულ აუქციონებში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. აუქციონი ამ დამტენების 10-წლიან იჯარას მოიცავდა. გამარჯვებულია ორი კომპანია შპს „ქართლი ენერჯი“ და „ბრბ სოლარი“.

ბიზნეს რეესტრის თანახმად, კომპანია ქართლი ენერჯი 2021 წელს არის დაფუძნებული და მის 100%-იან წილს ბიზნესმენი გიორგი ლაცაბიძე ფლობს, ხოლო მეორე კომპანიის - "ბრბ სოლარის" მფლობელი ბიზნესმენი ირაკლი ბუხიაშვილია.

კომპანიების გადასახდელი მთლიანი საიჯარო ფასი 15 მილიონი ლარია.

მერიამ 198 დამტენის აუქციონები იანვარში გამოაცხადა. პროექტი სამ ლოტად არის დაყოფილი, რომლიდანაც თითოეული 66 დამტენის მოწყობას ითვალისწინებს. თითოეულ ლოტზე საწყისი ფასი წლიური იჯარისთვის 43,560 ლარს შეადგენდა, თუმცა აუქციონში დაფიქსირებული საბოლოო ფასი ამაზე 11.5-ჯერ ძვირი იყო. პირველ და მეორე ლოტზე საბოლოო ფასი წლიური იჯარისთვის 501,306 ლარია, ხოლო მესამე ლოტზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი 510,000 ლარს შეადგენდა. შესაბამისად სამივე ლოტის წლიური საიჯარო ფასი 1.5 მილიონ ლარს, ხოლო 10-წლიან პერიოდში კი 15 მილიონ ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები