მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის მთავარი ავტოსიახლეები

beqa

კვირის მთავარი ავტო სიახლეების წარმდგენია "თეგეტა ჰოლდინგი"

სანქციის ეფექტი - სექტემბერში რუსეთში საქართველოდან მხოლოდ 26 მანქანა გავიდა

სექტემბრის განმავლობაში რუსეთში საქართველოდან მხოლოდ 26 ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა, მათი მთლიანი ღირებულება კი 300 ათასი დოლარი იყო. მიმდინარე წლის 26 სექტემბრიდან ძალაში შევიდა ევროკავშირის სანქცია რუსეთში ევროპული ავტომობილების ექსპორტის აკრძალვის თაობაზე, რომელსაც საქართველოც მიუერთდა.

რუსეთში საქართველოდან ავტომობილების პირდაპირი ექსპორტი ბოლო 3 თვეში თითქმის განულდა. თუკი ივლისში ეს იყო 1,054 ავტომობილი ($13.3 მლნ დოლარი) სექტემბერში ის 85 ავტომობილამდე 0.8 მილიონამდე შემცირდა, სექტემბერში კი მხოლოდ 26 შეადგინა ($0.3) მლნ.

სანაცვლოდ კიდევ უფრო მეტად გაიზარდა ექსპორტი ერთ-ერთ უღარიბეს ცენტრალურ აზიურ ქვეყანა ყირგიზეთში, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთისთვის ერთ-ერთ საკვანძო სავაჭრო რგოლად ჩამოყალიბდა. სექტემბერში ყირგიზეთში საქართველოდან 2,139 ავტომობილი გავიდა რეექსპორტზე, მათი მთლიანი ღირებულება კი 71.4 მილიონი დოლარი იყო (ერთი მანქანის საშუალო ფასი $33 ათასი დოლარი). სექტემბერში ყირგიზეთში საქართველოდან ავტოექსპორტმა 15 მილიონი დოლარით იმატა. წლიურ ჭრილში კი ზრდა 850%-ია.

საქართველოში ახალი ელექტრომობილი Smart #1 BRABUS შემოვა

მალე საქართველოში ახალი ექსკლუზიური ელექტრომობილი - Smart #1 BRABUS შემოვა, რომელიც Autogallery-ს ცენტრში გაიყიდება.

#1 BRABUS-ს შთამბეჭდავი ტექნიკური მახასიათებლები გამოარჩევს: ელექტრომობილი 428 ცხენის ძალას და 584 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს; მას ერთი დამუხტვით დაახლოებით 400 კილომეტრის გავლა შეუძლია და 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებისთვის მას სულ რაღაც 3.9 წამი სჭირდება. თავად ელექტრომობილი კომპაქტური SUV-ის კატეგორიას მიეკუთვნება და ის პრაქტიკული შესაძლებლობებითაც გამოირჩევა. Smart-ისა და BRABUS-ის თანამშრომლობით, #1-მა აგრესიული დიზაინი, განახლებული ინტერიერი, სპორტული დაკიდების სისტემა და სტანდარტულ მოდელთან შედარებით 156-ით მეტი ცხენის ძალა მიიღო.

Smart-ის ლიმიტირებული წარმოების ელექტრომობილის შემოყვანას საქართველოში "თეგეტა ქარსის" შვილობილი კომპანია უზრუნველყოფს და ავტომობილზე TEGETA-ს სრული გარანტია ვრცელდება, რომელიც 2-წლიან ან 100,000 კილომეტრამდე

Ferrari-მ ახალი სარბოლო სუპერქარი წარდგინა

კომპანია ფერარიმ ახალი ავტომობილი საკუთარი მონოთასის რბოლისთვის წარადგინა. კუპე 296 Challenge - ამ სერიის პირველი ავტომობილია V6 ძრავით. 296 GT3 -ის ანალოგიით შექმნილ სიახლეს მეტი სიმძლავრე აქვს, 3.0 ლიტრიანი ძრავა, 700 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს, 740 ნიუტონ მეტთან ერთად. 296 GT3-ის შემთხვევაში ეს მაჩვენებლები 600 და 710-ია. იტალიელები აქაც ჰიბრიდის ტექნოლოგიის გამოყენების გარეშე გამოვიდნენ. Ferrari 296 Challenge კი მეცხერე მოდელი გახდა რომელიც კომპანიამ მონოთასისთვის, "Ferrari Challenge Trofeo Pirelli" აწარმოა და პირველია ამ მოდელებს შორის V6 ძრავით.

პირველი Land Cruiser-ი ელექტროძრავით

კომპანია ტოიოტამ პირველად ისტორიაში პირველი ელექტრიფიცირებული Land Cruiser-ი წარადგინა. ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე მოდელი, აცტეკური უგზოობის ავტომობილიდან, პრემიუმ კლასის ქროსოვერამდე განვითარდა, რომელმაც უგზოობის უნარებიც შეინარჩუნა. აწმყოში ახალი ისტორიის წერა იწყება, მიუხედავად იმისა, რომ Land Cruiser 300 კომპანიამ 2021 წელს წარადგინა და მის პენსიაზე გაშვებას ჯერ არ აპირებს, მისთვის შემცვლელი მაინც მზადდება. შემცვლელი ან თანაგუნდელი, ტოიოტას სამოდელო რიგში. Land Cruiser Se - ასე ჰქვია ახალ ელექტრიფიცირებული SUV-ის. დამატებითი სპეციფიკაციები სიახლეზე უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება.



TESLA-ს მოსალოდნელზე უარესი ფინანსური შედეგები აქვს

ელექტრომობილების მწარმოებელმა უმსხვილესმა ამერიკულმა კომპანიამ, Tesla-მ მიმდინარე წლის მესამე კვარტალის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ კომპანიამ 23.4 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, ნაცვლად პროგნოზირებული $24.06 მილიარდისა.

გარდა ამისა, კომპანიას იმედგამაცრუებელი შედეგები ჰქონდა მოგების მიმართულებითაც. კერძოდ, წმინდა მოგებამ 2.3 მილიარდი დოლარი შეადგინა, ნაცვლად $2.56 მილიარდისა.

შემოსავლების არასახარბიელო შედეგები Tesla-ს ელექტრომობილების ფასების შემცირებითაა განპირობებული, რასაც, თავის მხრივ, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და გააქტიურებული კონკურენცია იწვევს.

კომპანიას პრობლემები აქვს წარმოების კუთხითაც. ილონ მასკის განცხადებით, Cybertruck-ის წარმოება მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყება და 2025 წლამდე საწარმოო მაჩვენებელი 250,000 ერთეულს მიაღწევს, რაც აგრეთვე პროგნოზირებულზე დაბალი შედეგია.

კრემლმა საჯარო მოხელეებისთვის რუსეთსა და ჩინეთში წარმოებული ავტომობილების ყიდვის დირექტივა გასცა

რუსეთის ფედერაციამ ადგილობრივად წარმოებული ავტომობილების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა და საჯარო მოხელეებმა უნდა შეიძინონ. სიაში შემავალი თითოეული ავტომობილი რუსული ან ჩინური ბრენდისაა, რაც, უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, პეკინის რუსულ ავტოინდუსტრიაში ინფილტრაციას უსვამს ხაზს - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სახელმწიფო და მუნიციპალური თანამშრომლებისთვის ავტომობილების სია პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ინსტრუქციების თანახმად შეიქმნა. სიაში მოხვდნენ Lada-ს ხუთი მოდელი, რუსეთის უმსხვილესი ავტომწარმოებელი Avtovaz-ი, UAZ-ი და “მოსკვიჩი”.

“მოსკვიჩი” საბჭოთა ეპოქის სახეშეცვლილი ავტომობილია, რომელთა ახალი მოდელების შესაქმნელადაც მოსკოვი ჩინელი პარტნიორებისგან შეძენილ ნაწილებსა და ხელსაწყოებს იყენებენ.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები