მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელი კომპანიები გამოეთიშნენ/შეუერთდნენ Euro Stoxx 50 ინდექსს?

ინვესტორი

უმსხვილესი ევროპული კომპანიების საფონდო ინდექსში დიდი ცვლილებებია: 7-წლიანი პაუზის შემდეგ, საბანკო-საფინანსო გიგანტმა, Deutsche Bank-მა Stoxx 50 Index-ში დაბრუნება შეძლო.

ამასთან, ინდექსს შეუერთდნენ: Siemens Energy და Argenx SE, რაც იმას ნიშნავს, რომ სამი კომპანია ინდექსიდან გაძევებული იქნა, მათ შორის არიან: Nokia, Stellantis და Pernod Ricard SA.

ბუნებრივია, სიის განახლება ზემოხსენებული კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაციის ცვლილებით არის განპირობებულია. მაგალითად, Stellantis-ის აქციები თითქმის განახევრებულია, ხოლო Nokia-ს ბოლო 6 თვეში 25%-იანი ვარდნა აქვს. საპირწონედ ამისა, Deutsche Bank-ს ერთწლიან პერიოდში 100%-იანი ზრდა აქვს, ხოლო Siemens Energy დაახლოებით 230%-ით არის გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები