მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელი კომპანიები მოიხმარენ საქართველოში ყველაზე მეტ ელექტროენერგიას

ფეროშენადნობთა ქარხანა

2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ 13.4 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.1%-ით მეტია. ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა დაკავშირებულია როგორც საყოფაცხოვრებო აბონენტების, ასევე ბიზნესების ელექტრომოხმარების ზრდასთან.

კერძოდ, "ენერგო პრო ჯორჯიას", ანუ "ეპ ჯორჯია მიწოდების" აბონენტებმა 3.9 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარეს, რაც წლიურად 3.8%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება "თელასის" ანუ "თელმიკოს" აბონენტებს, მათ 3 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარეს, რაც წლიურად 11.4%-ით მეტია. აფხაზეთში კი ელექტრომოხმარება 2.2 მილიარდი კილოვატ საათი იყო, რაც წლიურად 6%-ით არის შემცირებული.

რაც შეეხება მსხვილ ბიზნესს, ჯამურად, პირდაპირმა მომხმარებლებმა 2025 წლის 11 თვეში 3.1 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია შეისყიდეს, რაც წლიურად 7%-ით არის გაზრდილი.

2025 წლის 11 თვეში საქართველოში ყველაზე მეტი ელექტროენერგია შემდეგმა კომპანიებმა მოიხმარეს:

# კომპანია ელექტრომოხმარება - მლნ კილოვატ საათი
1 სს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა 758.8
2 შპს ბი ეფ დი სი ჯორჯია / შპს ეიაიტექ სოლუშენი (კრიპტო მაინინგი) 403.1
3 სს რუსთავის აზოტი 211.5
4 შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია/ შპს ქართული ცემენტი 188.7
5 შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 176.1
6 სს საქართველოს რკინიგზა 155.5
7 შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 147.9
8 სს ჰუან ჰი ენერჯი/ტექსპრინტ კორპორეიშენი (კრიპტო მაინინგი) 135.4
9 შპს რუსთავის ფოლადი 133.4
10 შპს თი ეფ ზი სერვისის (კრიპტო მაინინგი) 104.4
11 შპს ჯეოსთილი 101.8
12 სს RMG Copper 101.5
13 შპს ჭიათურმანგანუმ ჯორჯია 94.1
14 შპს მეტალოლამი 31.4
15 სს მინა 27.3
16 შპს აითილებ (კრიპტო მაინინგი) 24.6
17 შპს საქართველოს მელიორაცია 24.6
18 შპს ჯორჯიან მანგანეზი 24.4
19 შპს ორბი ჯგუფი ბათუმი 24.3
20 შპს არ ემ ჯი გოლდი 19.1

წყარო - სემეკი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები