მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი კომპანიები მოიხმარენ საქართველოში ყველაზე მეტ ელექტროენერგიას - რეიტინგი

ქარხანა მეტალურგია ფოლადი

საქართველოში ყველაზე მეტ ელექტროენერგიას საყოფაცხოვრებო სექტორი მოიხმარს, 2024 წლის პირველ 5 თვეში საქართველომ 6.1 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, საიდანაც მსხვილი პირდაპირი შემსყიდველებისა და მრეწველობაში ჩართული კომპანიების მოხმარება 1.2 მილიარდ კილოვატ საათს შეადგენდა. სტატისტიკის თანახმად, მსხვილ მომხმარებლებს შორის პირველ ადგილზეა "ჯორჯიან მანგანეზის" ჰოლდინგი, რომელმაც 388 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა. მეორე ადგილზეა რუსთავის აზოტი 111 მილიონი კილოვატ საათის მოხმარებით, მესამეზე კი GWP 80 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგიის მოხმარებით.

კომპანიები, რომლებმაც 2024 წლის იანვარ-მაისში ყველაზე მეტი ელექტროენერგია მოიხმარეს:

კომპანია მოხმარებული მლნ კილოვატ საათი ელექტროენერგია:
ჯორჯიან მანგანეზი და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა 386
სს რუსთავის აზოტი 111
შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 80
შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია 79
სს საქართველოს რკინიგზა 75
შპს რუსთავის ფოლადი 72
შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 57
შპს ჭიათურმანგანუმ ჯორჯია 45
სს RMG Copper 41
შპს ჯეოსთილი 40

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები