მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი კომპანიები მოიხმარენ საქართველოში ყველაზე მეტ ელექტროენერგიას - ტოპ 20

ფეროშენადნობთა ქარხანა

2024 წელს საქართველოში ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 6%-ით გაიზარდა და 13.8 ტერავატ საათი შეადგინა. ელექტროენერგიის მოხმარების უდიდესი ნაწილი მოდის "თელასისა" და "ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტებზე. უფრო კონკრეტულად, "თელასის" აბონენტების მოხმარება გაიზარდა 9%-ით 3.2 ტერავატ საათამდე, ხოლო "ენერგო პროს" აბონენტების მოხმარებამ 7%-ით იმატა და 4.1 ტერავატ საათი გახდა. ამასთან 6%-ით შემცირდა ენერგომოხმარება აფხაზეთში, რაც 2.55 ტერავატ საათს შეადგენდა.

სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს მკვეთრად 13%-ით, 3.14 მილიარდ კილოვატ საათამდე გაიზარდა იმ მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობა, რომლებიც დენს პირდაპირი ხელშეკრულებებით, "თელასისა" და "ენერგო პროს" გვერდის ავლით ყიდულობენ. სტატისტიკის თანახმად, მსხვილ მომხმარებლებს შორის პირველ ადგილზეა "ჯორჯიან მანგანეზის" ჰოლდინგი, რომელმაც 775 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა. მეორე ადგილზეა "რუსთავის აზოტი" 248 მილიონი კილოვატ საათის მოხმარებით, მესამეზე კი "ჰანიველ ცემენტი" [ყოფილი "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"] 217 მილიონი კილოვატ საათით.

2024 წელს გაიზარდა საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება კრიპტოვალუტების მაინინგის მხრიდან - აღნიშნული მიმართულებით ოპერაციები ძირითადად თბილისისა და ქუთაისის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში სრულდება. თბილისის თიზ-ში არსებული კომპანიებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებლის ფუნქციას კომპანია "თი ეფ ზი სერვისის" ახორციელებს, რომელმაც 2024 წლის განმავლობაში 193 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა. უმსხვილესი მომხმარებლების სიაში ასევე შედიან სხვა კომპანიებიც, რომლებიც კრიპტო მოპოვებაში არიან ჩართული.

ასევე, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ქვეყნის უმსხვილესმა ენერგომომხმარებელმა "ჯორჯიან მანგანეზმა" ოქტომბრის ბოლოს განაცხადა, რომ რამდენიმე თვით საქმიანობას აჩერებდა.

# კომპანიები 2024 წელს მოხმარებული ელექტროენერგია მლნ კვტ. სთ. ზრდა/კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან
1 ჯორჯიან მანგანეზი და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა 775 მილიონი კილოვატ საათი; -11%
2 სს რუსთავის აზოტი 248 მილიონი კილოვატ საათი; -4%
3 შპს ჰანიველ ცემენტი 217 მილიონი კილოვატ საათი; 3%
4 შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 196 მილიონი კილოვატ საათი; 16%
5 შპს თი ეფ ზი სერვისის 193 მილიონი კილოვატ საათი; კომპანია 2023 წელს არ საქმიანობდა
6 სს საქართველოს რკინიგზა 180 მილიონი კილოვატ საათი; 2%
7 შპს რუსთავის ფოლადი 176 მილიონი კილოვატ საათი; 5%
8 შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 146 მილიონი კილოვატ საათი; 10%
9 შპს ჯეოსთილი 108 მილიონი კილოვატ საათი; -4%
10 შპს პროტექ კორპორეიშენ 107 მილიონი კილოვატ საათი; კომპანია 2023 წელს არ საქმიანობდა
11 სს RMG Copper 97 მილიონი კილოვატ საათი; 1%
12 შპს ჭიათურმანგანუმ ჯორჯია 91 მილიონი კილოვატ საათი; -23%
13 შპს აითილებ 87 მილიონი კილოვატ საათი; კომპანია 2023 წელს არ საქმიანობდა
14 შპს დატა ჰაბი 45 მილიონი კილოვატ საათი; -10%
15 შპს საქართველოს ფეროშენადნობთა რესურსების კომპანია 40 მილიონი კილოვატ საათი; 491%
16 სს მინა 32 მილიონი კილოვატ საათი; 0%
17 შპს მეტალოლამი 30 მილიონი კილოვატ საათი; 83%
18 შპს რუსელოის 26 მილიონი კილოვატ საათი; 17%
19 შპს ორბი ჯგუფი ბათუმი 26 მილიონი კილოვატ საათი; 15%
20 შპს საინ ფიზ 25 მილიონი კილოვატ საათი. 15%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები