მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი კომპანიები მოიხმარენ საქართველოში ყველაზე მეტ ელექტროენერგიას - რეიტინგი

6198e5cdb1480
BM.GE
20.11.21 16:09
3279
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება. 2021 წლის 10 თვეში ქვეყანამ სულ 11.2 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 2020 წელთან შედარებით 13%-ით მეტია. მოხმარებული ელექტროენერგიის მატება ქვეყანაში გააქტიურებულ ეკონომიკურ აღდგენაზე მეტყველებს.

სტატისტიკის მიხედვით, კომპანიებს შორის ყველაზე მეტ ელექტროენერგიას "ჯორჯიან მანგანეზი" და მის შემადგენლობაში შემავალი “ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა” მოიხმარს, რომელმაც 1.05 მილიარდი კილოვატ საათის მოცულობის ელექტროენერგია მიიღო, რაც მთლიანად საქართველოს ელექტრომოხმარების 9.3%-ს შეადგენდა.

“ჯორჯიან მანგანეზის” მსგავსად უმსხვილესი მომხმარებლების სიაში სხვა მეტალურგიული ქარხნებიც შევიდნენ. მათთან ერთად სიაში კრიპტოვალუტების გამომუშავებით დაკავებული კომპანიებიც არიან.

პირდაპირი მომხმარებლის სტატუსის მქონე კომპანიები, რომლებიც ყველაზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ:

1. "ჯორჯიან მანგანეზი", მათ შორის "ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა" - 1,046 მილიონი კვტსთ;
2. "ბი ეფ დი სი" - 355.1 მილიონი კვტსთ;
3. "რუსთავის აზოტი" - 205.8 მილიონი კვტსთ;
4. "ჰაიდელბერგცემენტი ჯორჯია" - 168.2 მილიონი კვტსთ;
5. "რუსთავის ფოლადი" - 154.3 მილიონი კვტსთ;
6. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" - 152.4 მილიონი კვტსთ;
7. "ჭიათურმანგანუმ ჯორჯია" - 122 მილიონი კვტსთ;
8. "ჯეოსთილი" - 94.5 მილიონი კვტსთ;
9. "ჯი თი ემ გრუპი" - 88.6 მილიონი კვტსთ;
10. "რუსელოისი" - 64.6 მილიონი კვტსთ;
11. "RMG Copper" - 60.5 მილიონი კვტსთ;
12. "ჯეომეინთენანსი" - 56.1 მილიონი კვტსთ;
13. „საქართველოს რკინიგზა“ - 48.9 მილიონი კვტსთ;
14. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ - 41.4 მილიონი კვტსთ;
15. "აითილები" - 35.3 მილიონი კვტსთ;
16. „საქართველოს მელიორაცია“ - 20.6 მილიონი კვტსთ;
17. „მეტალოლამი“ - 16.6 მილიონი კვტსთ;
18. „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯია“ - 16.2 მილიონი კვტსთ;
19. „რუსთავის წყალი" - 14.7 მილიონი კვტსთ;
20. "დატა ჰაბი" - 14.6 მილიონი კვტსთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები