საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე, Web Summit 2023 - ზე, წელს მასშტაბური სივრცით არის წარმოდგენილი. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, "აწარმოე საქართველოში"-სთან თანამშრომლობით, სამიტზე წარდგებიან ქართული სტარტაპები - Agronnect, Artisio, QuickShipper, OMOFOX, Datamind, Kernel და სხვები, ასევე საერთაშორისო სტატუსის მქონე IT კომპანიები, როგორებიცაა LineAte, Making Science •Sweeft, DevExperts, Leavingstone, Redberry.
პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე Web Summit 2023 160 ქვეყნიდან 70 000 - ზე მეტ მონაწილეს მასპინძლობს, მათ შორის ასეულობით სტარტაპს, ტექნოლოგიურ კომპანიასა თუ სახელმწიფო ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოდან. სამიტი დღეს 13 ნოემბერს გაიხსნა და 16 ნოემბრამდე გაგრძელდება.
ვებსამიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი მონაწილეობს პანელურ დისკუსიაში Innovate or regulate.
შეგახსენებთ, შარშან, ქართული სტარტაპი Theneo Web Summit 2022 - ის ყველაზე მნიშვნელოვანი სტარტაპ კონკურსის, PITCH-ის გამარჯვებული გახდა.