საქართველოს საფონდო ბირჟა (GSE) ერთადერთი მოქმედი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია საქართველოში, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით შეიქმნა.
საფონდო ბირჟაზე ამჟამად ორ ძირითად სალისტინგო კატეგორიაში 23 კომპანიის ფასიანი ქაღალდებია განთავსებული, აქედან 4 შემთხვევაში საუბარია კომპანიის აქციებზე, ხოლო დანარჩენი 19 - ობლიგაციებია.
დალისტული კომპანიებიდან აქციები გამოშვებული აქვთ: „ლიბერთი ბანკს“, „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმს“, „გრინ დაზღვევასა“ და „საქართველოს ბანკს“.
აღსანიშნავია, რომ გასული თვეც საქართველოს საფონდო ბირჟამ უაღრესად არასახარბიელო შედეგით დაასრულა: ბირჟაზე არცერთი გარიგება არ შემდგარა, შესაბამისად, ივნისსა და ივლისში საშუალო ბრუნვამ 0 ლარი შეადგინა.
საერთო ჯამში, 2021 წელს ბირჟაზე 104,077 ლარის ტრანზაქციები განხორციელდა, აქედან მაისში, აპრილში, ივნისსა და ივლისში არცერთი გარიგება არ შემდგარა.
გთავაზობთ იმ კომპანიებს ჩამონათვალს, რომელთაც ფასიანი ქაღალდები საქართველოს საფონდო ბირჟაზე აქვთ განთავსებული: