პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აქტიური ინვესტორია და ის კორპორაციული, მუნიციპალური და სახაზინო ობლიგაციების ყიდვას აგრძელებს.
Bloomberg-ის ინფორმაციით, გასულ ოქტომბერში აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა Netflix-ის, UnitedHealth-ის, Boeing-ის, Meta-ს, Home Depot-ის, Broadcom-ის და Intel-ის მიერ გამოშვებული ობლიგაციები შეიძინა.
გარდა ამისა, ტრამპი ფლობს როგორც მუნიციპალიტეტების, ასევე ფედერალური რეზერვის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებს.
საერთო ჯამში, ოქტომბერში განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობამ 82 მილიონი დოლარი შეადგინა. წელს ყველაზე მეტი ტრანზაქცია ტრამპს აგვისტოში ჰქონდა, რომლის მოცულობა $104 მილიონს აღწევდა.
როგორც ცნობილია, ტრამპის საინვესტიციო ანგარიშის მისი ვაჟები და ფინანსური მრჩევლები მართავენ, ანუ უშუალოდ პრეზიდენტი ტრანზაქციების განხორციელებაში არ არის ჩართული.
























