მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი მობილური ოპერატორის შემოსავალი შემცირდა 2020 წელს ყველაზე მეტად

5f90685b86fbe
შოთა ტყეშელაშვილი
21.10.20 23:20
1752
საქართველოს მობილური ოპერატორების შემოსავალი შემცირებულია. 2020 წლის იანვარ-აგვისტოში სამი მობილური ოპერატორის ჯამური შემოსავალი 318,744,903 ლარი იყო, ეს 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,156,187 ლარით ნაკლებია.

კომუნიკაციების კომისიის თანახმად, კონკრეტული ოპერატორების მიხედვით, შემოსავლების ცვლილება ასეთია:

"მაგთიკომი" - 144,321,207 ლარი, კლება წინა წელთან -7,156,188 ლარი;
"სილქნეტი" - 116,563,249 ლარი, ზრდა წინა წელთან 597,894 ლარი;
"ვიონი საქართველო" - 57,860,448 ლარი, კლება წინა წელთან -746,774 ლარი;

აბონენტების რაოდენობის მიხედვით, ოპერატორების რეიტინგი ასეთია:

"მაგთიკომი" - 1,938,383 აბონენტი;
"სილქნეტი" - 1,658,532 აბონენტი;
"ვიონი საქართველო" - 1,231,272 აბონენტი.

მობილური ოპერატორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრია APRU, რაც ერთი თვის განმავლობაში საშუალო აბონენტიდან მიღებულ შემოსავალს ასახავს. ამ მხრივ პირველ ადგილზეა მაგთი, რომელიც ერთი აბონენტისგან თვეში 10.52 ლარს იღებს, ეს ვიონის საშუალო მაჩვენებელზე 40%-ით მეტია.

"მაგთიკომი" - 10.52 ლარი;
"სილქნეტი" - 9.86 ლარი;
"ვიონი საქართველო" - 6.31 ლარი.

კომუნიკაციების კომისიის ანგარიშის მიხედვით, მობილური ოპერატორების საქმიანობა სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული მობილური ინტერნეტის მიწოდებაზე. 2020 წლის აგვისტოში ქვეყანაში მოხმარებული მობილური ინტერნეტის ტრაფიკი წლიუარ 106%-ით გაიზარდა და 19.2 ათასი ტერაბაიტი შეადგინა. ასევე გაზრდილია თითო აბონენტის მიერ მობილური ინტერნეტის მოხმარება და საშუალოდ 7.1 გბ შეადგინა. 2019 წელს ეს მაჩვენებელი თვეში 3.7 გიგაბაიტი იყო.

მობილური ინტერნეტის საშუალო ტარიფის ღირებულებას კი შემცირების ტრენდი აქვს. ამჟამად, ერთი გიგაბაიტი ინტერნეტის საშუალო ღირებულება 1.12 ლარს შეადგენს. 2019 წელს კი ერთი გიგაბაიტის საშუალო ღირებულება 2.31 ლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები