მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვთ "მაგთის", "სილქნეტსა" და "სელფის"?

მობილური ოპერატორები ქსელი ტელეფონი კავშირგაბმულობა კომუნიკაციები
სტატიაში საუბარია:

2024 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობამ მობილურ კავშირგაბმულობაში 267 მილიონი ლარი გადაიხადა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25 მილიონი ლარით ანუ 10%-ით მეტია. ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის ანალიტიკურ პორტალზე გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ხდება ცნობილი.

კომპანიების შემოსავლების ზრდა ქვეყანაში აბონენტების გაზრდილი რიცხვით და მობილური კავშირგაბმულობის მომსახურების საშუალო ფასების ზრდით არის განპირობებული. აპრილის მდგომარეობით ქვეყანაში 5,493,726 აქტიური აბონენტია, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 125,000 აბონენტით მეტია.

უფრო კონკრეტულად კომპანიების აბონენტთა რაოდენობა და ფინანსური შედეგები 2024 წლის იანვარ-აპრილში ასე ნაწილდება:

  • “მაგთი” - 2,283,302 აბონენტი, შემოსავალი 127,786,693 ლარი, წლიური ზრდა 6%;
  • “სილქნეტი” - 1,884,366 აბონენტი, შემოსავალი 93,839,295 ლარი, წლიური ზრდა 13%;
  • “სელფი” - 1,310,555 აბონენტი, შემოსავალი 44,905,960 ლარი, წლიური ზრდა 16%.

2024 წლის აპრილის მდგომარეობით “მაგთის” აბონენტი თვეში 14.23 ლარს იხდის, “სილქნეტის” აბონენტის ყოველთვიური საშუალო ხარჯი 12.74 ლარია, “სელფის” აბონენტისგან მიღებული საშუალო თვიური შემოსავალია 8.85 ლარი.

კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ჩანს, რომ გაზრდილია მობილური ინტერნეტის მოხმარება. 2024 წლის აპრილში მობილური ოპერატორების აბონენტებმა 50,791 ტერაბაიტი ინტერნეტი მოიხმარეს, რაც წლიურად 18%-ით არის გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები