2023 წლის ივნისში კომუნიკაციების კომისიამ თბილისის მასშტაბით მობილური ოპერატორების სიგნალის კვლევა ჩაატარა, რისთვისაც ქალაქის მასშტაბით “დრაივ-ტესტის” მეთოდოლოგიით ჩატარდა შემოწმებები. კომისიის ინფორმაციით, მათი ტესტის ფარგლებში, ქალაქში გაიარეს 550 კილომეტრი, რითიც ყველა უბანი დაიფარა.
ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, ყველაზე სწრაფად, 10 წამამდე დროით პერიოდში, ზარებს სილქნეტის აბონენტები ახორციელებენ.
10 წამამდე დროით პერიოდში განხორციელებული ზარები კომპანიების მიხედვით:
• სილქნეტი - 93%;
• მაგთიკომი - 74%:
• სელფი - 1%.
მონიტორინგის სრული ანგარიში იხილეთ ვებგვერდზე.