2023 წლის 8 თვეში საქართველოს მოსახლეობამ მობილურ კავშირგაბმულობაში 515 მილიონი ლარი გადაიხადა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 73.5 მილიონი ლარით ანუ 17%-ით მეტია.
კომპანიების შემოსავლების ზრდა ქვეყანაში აბონენტების გაზრდილი რიცხვით არის განპირობებული. აგვისტოს მდგომარეობით ქვეყანაში 5,378,916 აქტიური აბონენტია, რაც წინა წელთან შედარებით 150,000 აბონენტით მეტია.
უფრო კონკრეტულად კომპანიების აბონენტთა რაოდენობა და ფინანსური შედეგები მიმდინარე წლის რვა თვეში ასე ნაწილდება:
- “მაგთი” - 2,307,221 აბონენტი, შემოსავალი 253,358,053 ლარი, წლიური ზრდა 17%;
- “სილქნეტი” - 1,880,905 აბონენტი, შემოსავალი 179,531,824 ლარი, წლიური ზრდა 18%;
- “სელფი” - 1,323,220 აბონენტი, შემოსავალი 81,405,461 ლარი, წლიური ზრდა 12%.
აბონენტების რაოდენობა წელს ყველაზე მეტად “სილქნეტს” გაეზარდა, რომელსაც 86 ათასით მეტი აბონენტი ჰყავს. აბონენტების ზრდით მეორე ადგილზეა “მაგთი”, რომელსაც 36 ათასი მომხმარებელი შეემატა, “სელფის” აბონენტების რიცხვი კი 10 ათასით გაიზარდა.
მომხმარებლების გაზრდილ რიცხვთან ერთად მომატებულია ერთი აბონენტიდან მიღებული საშუალო შემოსავალიც. “მაგთის” აბონენტი თვეში 15.19 ლარს იხდის (მატება 23 თეთრი), “სილქნეტის” აბონენტის ყოველთვიური საშუალო ხარჯი 13.44 ლარია (ზრდა 65 თეთრი), “სელფის” აბონენტისგან მიღებული საშუალო თვიური შემოსავალია 8.63 ლარი (მატება 78 თეთრი).
კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ჩანს, რომ მობილური ოპერატორების შემოსავალი სულ უფრო ნაკლებად არის დამოკიდებული ხმოვანი ზარების განხორციელებაზე. მაგალითად აგვისტოს განმავლობაში 708 მილიონი სატელეფონო ზარი შედგა, რაც წლიურად 69 მილიონი ზარით ნაკლებია. ხმოვანი სერვისის შემოსავალი კი 10.8 მილიონი ლარი იყო, რაც წლიურად 2 მილიონი ლარით არის შემცირებული.
გაზრდილია მობილური ინტერნეტის მოხმარება. აგვისტოში მობილური ოპერატორების აბონენტებმა 54,788 ტერაბაიტი ინტერნეტი მოიხმარეს, რაც წლიურად 28%-ით არის გაზრდილი,