მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი პროდუქტებით (ვერ) აკმაყოფილებს საქართველო საკუთარ მოთხოვნას?

2024 წელს საქართველოს მოსახლეობა ძირითადი სასურსათო პროდუქტების ნახევარზე მეტს ადგილობრივად ვერ აწარმოებდა. "საქსტატის" მონაცემებით, პროდუქტების უმრავლესობაში თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 50%-ზე დაბალია.

კარტოფილი, ყურძენი, თხის და ცხვრის ხორცი - მხოლოდ ეს არის ის 3 პროდუქტია, რომლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 100%-ს აღემატება. სხვა საკვებს კი იმდენად მცირე რაოდენობით ვაწარმოებთ, რომ სასურსათო მოხმარებისთვის მისი იმპორტი გვჭირდება.

მაგალითად, ხორბალს, რომელიც საქართველოში სტრატეგიულ პროდუქტად ითვლება, მხოლოდ 22%-ს ვაწარმოებთ. სიმინდის შემთხვევაში მაჩვენებელი - 79% (2023 წელს 70% იყო); კარტოფილი - 107% (2023 წელს 87%); ბოსტნეული - 52% (2023 წელს - 52%); ყურძენი - 172% (2023 წელს - 236%); ფრინველის ხორცი - 30% (2023 წელს 32%); რძე და რძის პროდუქტები - 74% (2023 წელს - 75%); კვერცხი - 96% (2023 წელს 93%); ხორბალი - 22% (2023 წელს 22%); ხორცი - 47% (2023 წელს 47 %); მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცი - 74% (2023 წელს 74%); ღორის ხორცი - 52% (2023 წელს 46%); ცხვრის და თხის ხორცი - 104% (2023 წელს 100%).

საქსტატის ბოლო მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველომ 425.3 მლნ დოლარის სურსათი იყიდა, ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 20%-ით მეტია. რატომ ვერ ვახერხებთ ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებას და რა გვჭირდება სურსათის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტის ზრდისთვის?

სტუმრები: რევაზ ვაშაკიძე - “ჩირინას” დამფუძნებელი;

ლევან სილაგავა - მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი;

გოჩა ცოფურაშვილი - სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები