მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელი პროდუქტებით (ვერ) აკმაყოფილებს საქართველო საკუთარ მოთხოვნას? - სტატისტიკა

ხილი და ბოსტნეული

2024 წელს საქართველოს მოსახლეობა ძირითადი სასურსათო პროდუქტების ნახევარზე მეტს ადგილობრივად ვერ აწარმოებს. "საქსტატის" მონაცემებით, პროდუქტების უმრავლესობაში თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 50%-ზე დაბალია.

უფრო დეტალური მაჩვენებლები ასეთია:

პროდუქტი 2023 (%) 2024 (%)
ხორბალი 22.0 22.0
კარტოფილი 111.1 107.1
ბოსტნეული 47.9 48.9
ყურძენი 77.5 74.0
ხორცი (საერთო ჯამში) 48.4 47.0
– საქონლის ხორცი 78.1 74.1
– ღორის ხორცი 54.4 52.0
– ცხვარი/თხა 102.2 104.0
– ფრინველი 31.4 30.2
რძე და რძის პროდუქტები 76.8 74.4
კვერცხი 96.8 95.8

ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ხორბალზე ფიქსირდება — 22%, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში მოხმარებული ხორბლის 78% იმპორტირებულია. ასევე კრიტიკულად დაბალია ფრინველის ხორცის თვითუზრუნველყოფა – მხოლოდ 30%.

პოზიტიური გამონაკლისი არის კარტოფილი და ცხვრის/თხის ხორცი, სადაც ქვეყანა არა მხოლოდ სრულად უზრუნველყოფს საკუთარ მოთხოვნილებას, არამედ ექსპორტის პოტენციალიც გააჩნია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები