ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპები გამოავლინა. პროგრამის ფარგლებში სულ 20 გამარჯვებული დასახელდა თითოეულ მათგანს 100 ათასი ლარის ოდენობის გრანტი გადაეცა. გადაწყვეტილება საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო, რომელიც მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ არის დაკომპლექტებული.
სტუმარი: ავთანდილ კასრაძე - ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ხელმძღვანელი


































