მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელი ქვეყანა აწარმოებს და ფლობს ყველაზე მეტ ნავთობს?

ნავთობი

ნიკოლას მადუროს დაკავების სპეცოპერაციის შემდეგ, ლათინური ამერიკის ნავთობინდუსტრია მსოფლიო დისკუსიის მნიშვნელოვან თემად იქცა.

Energy Institute-ის 2024 წლის მონაცემებით ნავთობის მარაგების ყველაზე დიდი წილი 303 მილიარდ ბარელამდე ვენესუელას საკუთრებაა - შავი ოქროს მარაგების მიუხედავად ბოლო წლებში არაეფექტურმა მმართველობამ და მას მოყოლილმა სანქციებმა ქვეყანა მნიშვნელოვნად დააზარალა.

მადუროს დაკავების შემდეგ შტატების პრეზიდენტმა აქამდე სანქცირებულ ვენესუელაში ამერიკული ბიზნესის განვითარებაზე და ნავთობინდუსტრიის განვითარებაზე გააკეთა განცხადებები, რაც სფეროს მსხვილი მოთამაშეებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილია.

ნავთობის დამტკიცებულ მარაგებთან ერთად თუ მსოფლიოს წამყვანი ნავთობმწარმოებელი ქვეყნების დღიური წარმოების მონაცემებს ჩავხედავთ, მაღალი წარმოების მქონე ქვეყნებსა და მათ შორის, ვინც უზარმაზარ, მაგრამ ჯერ კიდევ აუთვისებელ რესურსებს ფლობს, მკვეთრ კონტრასტი ადვილად შესამჩნევია. მაგალითად ვენესუელა, რომელიც მარაგების მოცულობით ლიდერობს, წარმოებით კი, დღეში 960 000 ბარელი ნავთობის გადამუშავებით მხოლოდ 21-ე ადგილზეა.

დღე-ღამეში ყველაზე მაღალი წარმოება აშშ-ს აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მარაგების 45 მილიარდ ბარელის მოცულობი შტატები მეათე პოზიციას სჯერდება დღიური გადამუშავება 20 მილიონ ბარელს სცდება. ერთი შეხედვით მცირე მარაგი ფიქალური ნავთობის მწარმოებლების მოკლე საინვესტიციო ციკლებითაა განპირობებული. ისინი მარაგებად მხოლოდ რამდენიმე წლის ეკონომიკურად გამართლებულ რესურსს აფიქსირებენ, რასაც მიმდინარე წარმოებით მუდმივად ანაცვლებენ.

შედარებით მოკრძალებული მარაგებით გამოირჩევიან მექსიკა, არგენტინა და გაერთიანებული სამეფოც, თუმცა სტაბილურ წარმოებას ინარჩუნებენ - მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ქვეყნის შემთხვევა განსხვავებულია.

იმ ქვეყნებს შორის კი, რომლებსაც როგორც მარაგები, ისე დღიური წარმოებაც მასშტაბური აქვთ, საუდის არაბეთი ლიდერობს. ქვეყანა 267 მილიარდი ბარელის რეზერვს ფლობს, დღიური წარმოება კი თითქმის 11 მილიონ ბარელს აღწევს.

11 მილიონ ბარელამედა წარმოება რუსეთშიც - მიუხედავად იმისა რომ ქვეყანას საკმაოდ მცირე, 80 მილიარდი ბარელის ოდენობის მარაგი აქვს.

გასათვალისწინებელია, რომ მარაგების სიმცირის სტატისტიკა არა რესურსების ნაკლებობის, არამედ მაღალი წარმოების, რთული გეოლოგიის, მეთოდოლოგიური შეზღუდვებისა და სანქციებით გამოწვეული საინვესტიციო ბარირების შედეგია.
საერთო ჯამში, ვენესუელის მაგალითი სხვა ყველა მსხვილი მწარმოებლისგან მკვეთრად განსხვავდება. 300 მილიარდ ბარელზე მეტი დამტკიცებული მარაგით, ქვეყნის წარმოების რესურსი 800 წელზე მეტია რითაც - ეს მაჩვენებელი მსოფლიოში უდიდესია.

ირანი, ლიბია, ქუვეითი და ერაყიც ასეულობით წლისთვის საკმარის მარაგებს აფიქსირებენ.

საუდის არაბეთი, კანადა და არაბთა გაერთიანებული საამიროები კი შუალედურ პოზიციაზე არიან. საუდის არაბეთს მიმდინარე წარმოების ტემპით თავისი მარაგები 60 წელზე მეტხანს ეყოფა, ხოლო კანადის ნავთობის ქვიშები ქვეყანას ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ რესურსულ პერსპექტივას აძლევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები