გამოკითხულთა პასუხები პროცენტულად შემდეგნაირად ნაწილდება:
ევროკავშირი -51%
აშშ - 47%
უკრაინა - 24%
თურქეთი - 16
აზერბაიჯანი 14%
გაერთიანებული სამეფო - 11%
რუსეთი -7%
სომხეთი 6%
ჩინეთი 3%
ირანი 1%
ხოლო, რაც შეეხება ქვეყნებს, რომელიც საქართველოსთვის ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხეს წარმოადგენენ, გამოკითხულთა 89% რუსეთს მიიჩნევს. მას მოჰყვება თურქეთი 11%-ით, ხოლო მესამე ადგილზე 6%-იანი წილით ამერიკის შეერთებული შტატებია.
რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, გამოკითხულთა 4% პოლიტიკურ საფრთხედ სომხეთს თვლის, 3%-3% ირანს და აზერბაიჯანს, ხოლო ჩინეთს 2%. ევროკავშირს, უკრაინას და გაერთიანებული სამეფოს თითო პროცენტი აქვთ.
რაც შეეხება კითხვას, რომელი ქვეყანა წარმოადგენს საქართველოსთვის ყველაზე დიდ ეკონომიკურ საფრთხეს, გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ რუსეთი, თურქეთს 10% ასახელებს, ხოლო აშშ-ს 4%.

კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორის, რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა IPM-მა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %.
კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.




























