მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომავალ შაბათს რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? - IRI-ის კვლევა

არჩევნები

მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? - საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით ამ კითხვაზე პასუხი ასე გადანაწილდა:
1. „ქართული ოცნება“ – 25%
2. „ნაციონალური მოძრაობა“ – მიხეილ სააკაშვილი - 13%
3. „საქართველოსთვის“ – გიორგი გახარია - 4%
4. „სტრატეგია აღმაშენებელი“ – გიორგი ვაშაძე - 3%
5. „ხალხის ძალა“ – 1%
6. „ლელო“ – 2%
7.„გირჩი“ – 3%
8. „გირჩი – მეტი თავისუფლება“ & „დროა“ – 2%
9. „ლეიბორისტული პარტია“ – შალვა ნათელაშვილი - 2%
10. „მოქალაქეები“ – 2%
11. „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ – 2%
12.„პატრიოტთა ალიანსი“ – 1%
13. „კონსერვატიული მოძრაობა“ [ალტ-ინფო] – 1%
14. „ევროპული საქართველო“ – <1%
15.სხვა – 1%.

კვლევის მონაწილეებს ასევე ჰკითხეს - რომელ პარტიას არ მისცემდნენ ხმას არავითარ შემთხვევაში. გამოკითხულთა 40%-მა „ნაციონალურ მოძრაობა“ დაასახელა, 29%-მა - „ქართული ოცნება“. ხუთეულშია „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და დროა (18%), „გირჩი“ (16%) „ევროპულ საქართველო“ (13%) და „ალტ-ინფო“ (12%).

IRI-ის კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დაკვეთით და USAID-ის დაფინანსებით ჩატარდა. საველე სამუშაოები გამოკითხვისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა ჩაატარა. კვლევაში საქართველოს 18 წელზე უფროსი 1200 მუდმივი რეზიდენტი მონაწილეობდა. კვლევაში მონაწილეობა არ მიუღიათ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მკვიდრებს. ცდომილების ზღვარი შეადგენს -+2,5%-ს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები