მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა თანხები მიიღეს პოლიტიკურმა პარტიებმა შემოწირულობების სახით?

63e60f9037775
BM.GE
10.02.23 13:40
757
2022 წლის განმავლობაში საქართველოში არსებულმა პოლიტიკურმა პარტიებმა 2.8 მილიონი ლარის პოლიტიკური შემოწირულობები მიიღეს, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის სამსახურის ანგარიშიდან ხდება ცნობილი.

ორგანიზაციის მონაცემთა ბაზის მიხედვით, ყველაზე დიდი, 1 მილიონი ლარის დონაციები "ქართულმა ოცნებამ" მიიღო. ოცნების შემომწირველთა შორისაა პრემიერ-მინისტრის სიმამრი თამაზ თამაზაშვილი, რომელმაც მმართველ პარტიას 10,000 ლარი ჩაურიცხა. ასევე 50,000 ლარის დონაცია განახორციელა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა.

შემოწირულობებით მეორე ადგილზეა პოლიტიკური პარტია "ლელო საქართველოსთვის", რომელმაც 619 ათასი ლარის დონაცია მიიღო. მათ შორის “ლელოს” დონაცია გაუწიეს თავად ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, რომლებმაც 40,000 და 60,000 ლარი შესწირეს.

რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემოწირულობას, 2022 წლის განმავლობაში პარტიამ შემოწირულობის სახით 217 ათასი ლარი მიიღო. პარტიის დონორებს შორის არიან დეპუტატები მათ შორის ლევან ხაბეიშვილი (5,000 ლარი); პეტრე ცისკარიშვილი (20,000 ლარი); ეკა ხერხეულიძე (6,000 ლარი); გიორგი ბოტკოველი (12,000 ლარი); გიორგი ონიანი (5,000 ლარი).

რაც შეეხება პარტიას „საქართველოსთვის“, მან 2022 წლის განმავლობაში 49 176 ლარის შემოწირულობა მიიღო. პარტიის ანგარიშზე 47 ჩარიცხვა ფიქსირდება. შემომწირველებს შორის არიან დეპუტატები ანა ბუჩუკური, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი, ალექსანდრე მოწერელია და პარტიის წევრები ბერდია სიჭინავა და კახაბერ ქემოკლიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები