მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყანა მიიღებს კოვიდ-ვაქცინას COVAX-პლატფორმიდან პირველი?

60364f136565a
ნათია თაქთაქიშვილი
24.02.21 22:20
879

განა გახდა პირველი ქვეყანა, რომელიც COVAX-პლატფორმიდან კოვიდ-ვაქცინას მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.



ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადებით, AstraZeneca-ს მიერ შექმნილი ვაქცინის 600,000 დოზა, განას დედაქალაქში უკვე ჩაიტანეს.



„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ განა პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც საერთაშორისო მექანიზმის COVAX-ის საშუალებით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღო“, – ნათქვამია განცხადებაში.



განაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსის 80,700 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 580 ადამიანი.



გავრცელებული ინფორმაციით, COVAX-ის მონაწილე 145-მა ქვეყანამ უნდა მიიღოს ვაქცინის იმდენი დოზა, რომ მოსახლეობის 3,3 პროცენტის ვაქცინაცია მოახერხოს.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები