2022 წელს, გლობალურად ნავთობის დღიურმა საშუალო წარმოებამ 80.75 მილიონ ბარელს მიაღწია. ეს ნიშნავს, რომ ნედლი ნავთობის წლიურმა მოპოვებამ დაახლოებით, 29.5 მილიარდი ბარელი შეადგინა, ხოლო ბაზრის ზომა, არსებული ფასებით, 2 ტრილიონს გაუტოლდა. რომელი ქვეყნები აწარმოებენ ყველაზე მეტ ნავთობს მსოფლიოში, ამ კითხვაზე საპასუხოდ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობმწარმოებელი BP 2022-2023 წლის სტატისტიკური მიმოხილვას აქვეყნებს.