მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელი ქვეყნები აწარმოებენ ყველაზე მეტ ოქროს?

ოქრო

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ოქროზე გლობალური მოთხოვნა მზარდია, რასაც ცენტრალურ ბანკთა რეზერვები, საინვესტიციო მოთხოვნა და საიუველირო ნაწარმის მოხმარების ზრდა განაპირობებს. ამასთან, 30 სექტემბერს ოქროს ფასი 1.5%-ით გაიზარდა და უნცია მეტალის ღირებულებამ 3,871 დოლარს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია და ისტორიულ შედეგს წარმოადგენს.

Visual Capitalist ოქროს მწარმოებელი ხუთი უდიდესი ქვეყნის საწარმოო ცვლილებებსა და რეიტინგზე ინფოგრაფიკს აქვეყნებს, რომელშიც ასახულია, როგორ შეიცვალა 5 ქვეყნის ოქროს წარმოება 2010-დან 2024 წლამდე.

ქვეყანა წარმოება 2010 წ. /ტონა წარმოება 2024 წ. /ტონა ცვლილება
ჩინეთი 351 380 +8%
რუსეთი 203 330 +63
ავსტრალია 257 284 +11
კანადა 102 202 +98%
აშშ 231 158 -32%

ათწლეულზე მეტია, მსოფლიოში ოქროს მთავარი მწარმოებელი ჩინეთია, რომელმაც 2024 წელს 380 ტონა მეტალი მოიპოვა. ეს 2010 წელთან შედარებით 8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მოკრძალებული ზრდის მიუხედავად, მისი დომინაცია ქვეყნის შიგნით მოპოვებისა და გადამუშავების ინფრასტრუქტურაში გრძელვადიან ინვესტიციებს ასახავს. ჩინეთის სახელმწიფოს მიერ ინდუსტრიის მხარდაჭერა ასევე უზრუნველყოფს მის დაცვას გლობალური არასტაბილურობისგან.

2010 წლიდან ოქროს წარმოება 63%-ით გაზარდა რუსეთმა და 2024 წელს 330 ტონას მიაღწია. ეს ზრდა განპირობებულია სამთო მოპოვების პროექტებში ინვესტიციების ზრდით და ეროვნული რეზერვების შექმნაზე სტრატეგიული ფოკუსირებით.

კანადაში წარმოების 98%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც ხუთეულში ყველაზე მკვეთრი ზრდაა.

აშშ ერთადერთი ქვეყანაა ხუთეულში, რომელმაც კლება დააფიქსირა. 2024 წელს აშშ-მა 158 ტონა ოქრო მოიპოვა, რაც 2010 წლის 231 ტონასთან შედარებით 32%-ით ნაკლებია. ამ კლებას გარემოსდაცვითი რეგულაციები, მადნის დაბალი შემცველობა და ძირითადი მაღაროების დახურვა უწყობდა ხელს, რამაც აშშ რეიტინგში მეხუთე პოზიციამდე ჩამოაქვეითა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები