მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყნები ხარჯავენ კვლევასა და განვითარებაზე ყველაზე მეტს?

მეცნიერი

ტექნოლოგიური პროგრესი არასოდეს ჩერდება. იმისათვის, რომ ქვეყანა ამ პროცესს არ ჩამორჩეს და ყოველთვის მოწინავე პოზიციები შეინარჩუნოს, ამისათვის მან მუდმივად უნდა აწარმოოს კვლევა და ტექნოლოგიური განვითარებისთვის სერიოზული ინვესტიციაც უნდა გაიღოს. საინტერესოა, რომ R&D ერთ-ერთი ის ხარჯია, რომლის შემცირება პოლიტიკოსებს ყველაზე მეტად უყვართ, თუმცა ფაქტია, რომ ქვეყანა, რომელიც მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციური სფეროების განვითარებას არ ცდილობს, ეკონომიკური დაღმასვლისთვის არის განწირული და ამის მაგალითი ისტორიაში უხვად მოიძებნება.

ამჯერად წარმოგიდგენთ იმ ქვეყნების სიას, რომლებიც თავიანთ მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით ყველაზე მეტ თანხას ხარჯავენ კვლევასა და განვითარებაზე:

1. ისრაელი
R&D: მშპ-ის 6.3%
ხარჯი: $28.3 მლრდ

2. სამხრეთ კორეა
R&D: მშპ-ის 5.0%
ხარჯი: $86 მლრდ

3. ტაივანი
R&D: მშპ-ის 4.0%
ხარჯი: $60 მლრდ

4. შვედეთი
R&D: მშპ-ის 3.6%
ხარჯი: $22.9 მლრდ

5. აშშ
R&D: მშპ-ის 3.4%
ხარჯი: $823.4 მლრდ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები