მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყნები ხარჯავენ ყველაზე დიდ თანხას თავდაცვაზე?

ტანკები

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო რამდენიმე წელი გეოპოლიტიკურად რთული და დატვირთული იყო, რასაც მსოფლიოში მიმდინარე რამდენიმე ომი და ამ კონფლიქტების ფონზე სახელმწიფოთა მიერ თავდაცვაზე გაზრდილი ხარჯები ცხადყოფს. სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევითი ინსტიტუტის (SIPRI) დათვლებით, სახელმწიფოთა მიერ თავდაცვაზე გაღებული ხარჯები ზედიზედ რვა წელი იზრდებოდა და 2022 წელს რეკორდულ $2.24 ტრილიონ დოლარს მიაღწია. გამოდის, რომ სამხედრო დანახარჯები, საშუალოდ, წლიურად 3.7%-ით იზრდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჯერაც უცვლელია ეს მაჩვენებელი გლობალურ მშპ-სთან შედარებით, რაც კვლავაც 2.2%-ს შეადგენს.

თავდაცვის გაძლიერებაზე ყველაზე მეტს, როგორც წესი, მსოფლიოს უდიდესი და ყველაზე ძლიერი სახელმწიფოები ხარჯავენ. გამოცემა WiseVoter-ის დათვლებით, აღნიშნულ რეიტინგს მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ამერიკის შეერთებული ლიდერობს.

2022 წლის რეიტინგი კი, შემდეგნაირად გამოიყურება:

#1: აშშ - $877 მლრდ (მშპ-ის 3.5%)
#2: ჩინეთი - $292 მლრდ (მშპ-ის 1.6%)
#3: რუსეთი - $86 მლრდ (მშპ-ის 4.1%)
#4: ინდოეთი - $81 მლრდ (მშპ-ის 2.4%)
#5: საუდის არაბეთი - $75 მლრდ (მშპ-ის 7.4%)
#6: გაერთიანებული სამეფო - $68 მლრდ (მშპ-ის 2.2%)
#7: გერმანია - $56 მლრდ (მშპ-ის 1.4%)
#8: საფრანგეთი - $54 მლრდ (მშპ-ის 1.9%)
#9: სამხრეთ კორეა - $46 მლრდ (მშპ-ის 2.7%)
#10: იაპონია - $46 მლრდ (მშპ-ის 1.1%)

თავდაცვითი ხარჯების კუთხით ამერიკის შეერთებული შტატების ამგვარი დომინაცია უცნაური სულაც არ არის, თანაც არამხოლოდ იმიტომ, რომ ის მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოა. საქმე ისაა, რომ სამხედრო შეიარაღების მწარმოებელი მაღალტექნოლოგიური კომპანიების უმეტესობა, მათ შორის Lockheed Martin-ი, Boeing-ი, Northrop Grumman-ი და Raytheon-ი - ამერიკულია, რის გამოც, ამერიკის შეერთებული შტატები სამხედრო შეიარაღების მსოფლიოს უმსხვილესი ექპორტიორიც არის, რომელზედაც გლობალური ექსპორტის 40% მოდის.

2018-2022 წლის რეიტინგი კი, რომელზედაც SIPRI-მ იმუშავა, შემდეგნაირად გამოიყურება:

/ ექსპორტი /

#1: აშშ - 40%
#2: რუსეთი - 16%
#3: საფრანგეთი - 11%
#4: ჩინეთი - 5.2%
#5: გერმანია - 4.2%

/ იმპორტი /

#1: ინდოეთი - 11%
#2: საუდის არაბეთი - 9.6%
#3: კატარი - 6.4%
#4: ავსტრალია - 4.7%
#5: ჩინეთი - 4.6%

თუმცა, როგორც ცნობილია, სამხედრო შეიარაღებასთან ერთად, საომარი მოქმედებების დროს მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსიც, რომელიც ქვეყნებს შორის რადიკალურად განსხვავდება. სამხედრო პერსონალის 2024 წლის რეიტინგი კი, შემდეგნაირად გამოიყურება:

#1: ჩინეთი - 2 მლნ ადამიანი
#2: ინდოეთი - 1.5 მლნ ადამიანი
#3: აშშ - 1.3 მლნ ადამიანი
#4: რუსეთი - 1.3 მლნ ადამიანი
#5: ჩრდილოეთ კორეა - 1.3 მლნ ადამიანი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები